Skip to content

იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიან?!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა  მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარების მიზნით გამოაცხადა კონკურსი  მასწავლებლებისთვის თემაზე:  „საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარებას”. როდესაც ტელევიზიით აღნიშნულ ინფორმაციას გავეცანი ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მე და ჩემს მეგობრებს ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე, თუ რა როლი უკავია ახლანდელ მოზარდებში წიგნს და ზოგადად ლიტერატურის სიყვარულს. სამწუხაროდ , ჩვენი საუბრები არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაციით სრულდება ხოლმე –  მოზარდებს არ აინტერესებთ წიგნი! რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება და გამონაკლისები რა თქმა უნდა არსებობენ, მაგრამ პრობლემის წინაშე რომ ვდგავართ ესეც ხომ ფაქტია.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხშირად შეხვდებით ისეთ მოზარდს, რომელსაც არ აქვს წაკითხული ისეთი საბავშვო ლიტერატურის შედევრები, როგორიცაა „პეპი გრძელი წინდა“, „ ჰელადოსი“, „ ცასწავალა“, „იყალთოელი ბიჭები“  და სხვა ისეთი წიგნები , რომელზეც ჩემი თაობა გაიზარდა და რომელთა წაკითხვის შემდეგაც მახსოვს, მეორე დღეს სკოლაში როგორი აღფრთოვანებულები ვარჩევდით სხვადასხვა პერსონაჟებს და ეპიზოდებს. აღარაფერს ვამბობ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებზე, რომელლის არსებობის შესახებაც ზოგიერთს არც კი გაუგონია.

ამ სიტყვებს ჰაერზე არ ვიძახი. ჩემს მეგობართან ერთად ცოტა ხნის წინ ჩავატარე პატარა გამოკითხვა. 10-14  წლის მოზარდებს  სხვადასხვა ავტორებზე და მოთხრობებზე ვუსვამდით შეკითხვებს. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში პასუხი გამაოგნებელი იყო. აღმოჩნდა, რომ ბევრმა მათგანმა არაფერი იცის ისეთი ცნობილი ავტორების შესახებ, როგორიცაა ნოდარ დუმბაძე, ასტრიდ ლინდგრენი, გოდერძი ჩოხელი და სხვა. ბევრმა მათგანმა გულახდილად გვიპასუხა, რომ არცერთი წიგნი არ აქვს მხატვრული ლიტერატურიდან წაკითხული. ბევრმა კი უკმეხად მოგვიგო წიგნის კითხვისთვის სად მცალიაო.

როგორ მინდა ისინი ჩემი გადმოსახედიდან ხედავდნენ, რამხელა სიამოვნებას აკლდებიან. არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ნოდარ დუმბაძე, ასტრიდ ლინდგრენი, არჩილ სულაკაური და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი საყვარელი მწერალი თუ პოეტი. როგორ შეიძლება კომპიუტერულ თამაშზე გაცვალო „ბიულერბიული ბავშვები“, ჯანი როდარის „ზღაპრები“ და როგორ შეიძლება წიგნი შენთვის არასასურველი საჩუქარი იყოს.

რა საკვირველია ჩნდება კითხვა – რა არის ამის მიზეზი?! ამაზე რა თქმა უნდა პასუხის გაცემა ძალიან რთულია და საპასუხისმგებლო. მე ვფიქრობ აქ ძალიან დიდი როლი ეკისრება როგორც ოჯახს, ასევე მასწავლებელს. მახსოვს, როგორ გავჯიუტდი ერთხელ, როდესაც დედამ მაინ რიდის „უთავო მხედარის“ წაკითხვა მთხოვა. არაფრით არ მინდოდა წაკითხვა. მაშინ დედამ გვერდით მომისვა და თვითონ დაიწყო კითხვა, როდესაც ყველაზე საინტერესო ადგილას მივიდა კითხვა შეწყვიტა და თუ გინდა გააგრძელეო მითხრა. მთელი  ღამე გავათენე წიგნის კითხვაში. მას მერე დაიწყო და დაიწყო.

აქედან გამომდინარე ვფიქრობ , რომ თუ მშობელი მოწადინებულია და სწორად მიაწვდის ბავშვს ინფორმაციას, მას აუცილებლად შეაყვარებს წიგნის კითხვას, ლიტერატურას. ეს ხომ იმიტომ არ არის საჭირო , რომ მერე ვიძახოთ მე ამდენი წიგნი მაქვს წაკითხული, მე- ამდენიო. წიგნი სხვა რამისთვის არის საჭირო. ამაზე მარიო ვარგას ლიოსას სიტყვები მახსენდება “ლიტერატურა, როგორც ფლობერი იტყოდა, ჩემი ცხოვრების წესია. თავისი არსითა და ნაკლოვანებებით ის ჩემი ცხოვრების ხვედრია. ყოველივე საუკეთესო ლიტერატურის წყალობით მერგო: მეგობრები, გამოცდილება. ჩემი შინაგანი მოწოდება სხვა არაფერია, თუ არა ლიტერატურა. რასაც დღესდღეობით წარმოვადგენ და რაც გამაჩნია ლიტერატურის დამსახურებაა. ცხოვრებაში ლიტერატურა ჩემი ყველაზე საუკეთესო თავგადასავალია“.

გარდა ოჯახისა, მასწავლებელსაც ძალიან დიდი როლი აკისრია მოსწავლის ცნობიერების განვითარებაში.  ჩემი აზრით მასწავლებელმა უნდა ჩაუნერგოს წიგნის სიყვარული მოსწავლეებს, ნელ-ნელა ისე რომ ვერც კი გაიაზრონ შეიტანოს მათ ცხოვრებაში ლიტერატურა, პოეზია. წიგნის წაკითხვის შემდეგ ხომ ვხდებით იმაზე უფრო უკეთესები ვიდრე ვართ, ვიძენთ ახალ თვისებებს. ვემსგავსებით საყვარელ პერსონაჟებს. თუ მოზარდის ცხოვრება ყოველდღიურად იქნება დატვირთული საინტერესო ამბებით და პერსონაჟებით, მე ვფიქრობ მალე  მასწავლებლის საუბარს აღარ დაუცდის და თვითონ გადაშლის აწ უკვე საყვარელ ავტორს. რა თქმა უნდა დღეს მასწავლებლები უფრო მეტს ესაუბრებიან ლიტერატურაზე მოსწავლეებს, ვიდრე ეს ჩემს დროს ხდებოდა, მაგრამ რაღაც უფრო მეტია საჭირო და განათლების სამინისტროს ეს ინიციატივა სწორედ ამიტომ არის მისასალმებელი.

ცოტა ხნის წინ ყური მოვკარი, წიგნის კითხვა მოდაში შემოვიდაო. თურმე „თინეიჯერები“ ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ რა წიგნი წაიკითხა. დიალოგის ავტორები ასეთ ახალგაზრდებს სასტიკად აკრიტიკებდნენ და წიგნის კითხვა იძულებით და ტენდენციის გამო ვის გაუგიაო იძახდნენ. მე კი ვფიქრობ, რომ ძალიანაც კარგი თუ მოდაში შემოვიდა. ასე თავიდან დაიწყებენ იძულებით წაკითხვას, რომ მერე საუბარში მოიშველიონ და ამაყად გადახედონ გარშემომყოფებს მაქს ფრიშის „ჰომო ჰაბერი“ წაკითხული მაქვსო, მაგრამ , ასე იძულებით კითხვაში, ჩემი აზრით ისე შემოეპარებათ წიგნის სიყვარული, თვითონაც ვერ მიხვდებიან. წიგნმა ასე იცის…ერთხელ თუ შეგიყვარდა, ვეღარ მოშორდები. ლიტერატურა თავისას იზამს და მათ თავს შეაყვარებს. ხოდა, თუ ასეა დაე, იყოს მოდაში წიგნის კითხვა.

იმედს ვიტოვებ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სამსახურის ეს ინციატივა უშედეგოდ არ ჩაივლის, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება.

დასასრულს კი მინდა ერთი პატარა ამბავი მოგიყვეთ. რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად ქუჩაში მივდიოდი. ერთ-ერთ სკვერში მათხოვარმა გაგვაჩერა და ხურდა გვთხოვა. იქვე გვერდზე ბავშვები თამაშობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, მას შემდეგ რაც მათხოვარს ხურდა გავუწოდე სიცილით მომაძახა დაგლოცოს ჰომეროსმაო და გაიქცა. დავეწიე და ვკითხე საიდან იცი ჰომეროსის შესახებ მეთქი. საყვედურნარევი თვალებით ამომხედა და ძალიან ბევრ წიგნებს ვკითხულობ და მასწავლებელი ხშირად გვიყვება მითოლოგიიდან ამბებსო მითხრა. კარგი მასწავლებელი გყოლია მეთქი – გავიფიქრე.

იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიან?!

ვსწავლობთ თამაშით( ნაწილი მესამე)

59. გთხოვთ!

მიზნები: თამაში ავითარებს ყურადღებიანობას, მომენის უნარს, უკვე ნაცნობი სიტყვების კონტექსტში პოვნას და დავალებაზე სწრაფ რეაგირებას.

აღწერილობა: წამყვანი- მასწავლებელი მოსწავლეებიდან ვინმეს სთავაზობს, „რაღაცის“ გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოთქმულია პაროლი- გარკვეული სიტყვა ან ნიშანი, რომელზეც წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები, მაგალითად, „გთხოვთ“ ან „გვაჩვენე როგორ“, ან „ჩქარა“ და ა.შ. ან მაგალითად:ხელის აქნევა და ა.შ. თუ თამაშის მონაწილემ შეასრულა ბრძანება, ისე რომ პაროლი არ იყო ნათქვამი, მაშინ ის ვარდება თამაშიდან.

მაგალითად: გთხოვ დადე წიგნი!

უჩვენე როგორ დაფრინავს ჩიტი!

დაჯექი!

ჩქარა მიდი მაგიდასთან!

დახურე კარი!

60. დაფრინავს- არ დაფრინავს!

მიზნები: თამაში უბიძგებს მოსმენისკენ, ყურადღებით ყოფნისკენ, განამტკიცებს და აფართოებს სიტყვათა მარაგს, განავითარებს ლოგიკურ აზროვნებას.

აღწერილობა: წამყვანი ასახელებს სხვადასხვა საგნებს, რომლებიც შეიძლება დაფრინავდნენ ან არ დაფრინავდნენ. მაგალითად „თვითმფრინავი დაფრინავს“, „სპილოები დაფრინავენ“ , „ყვავები დაფრინავენ“, „მაცივრები დაფრინავენ“. ამასთან ის შეუწყვეტლივ აქნევს ხელებს, ისე რომ გამოსახავს ფრინველს. თუ წამყვანი ამბობს სიმართლეს, მაშინ მოთამაშეები წევენ ხელებს და აკეთებენ ისეთ მოძრაობას, თითქოს დაფრინავდნენ. თუ გამოთქმა არაა სწორი, მაშინ ბავშვები უბრალოდ დგანან. ის მონაწილე, რომელიც დაუშვებს შეცდომას, ხდება ახალი წამყვანი და განაგრძობს თამაშს.

61. სწორია-შეცდომაა

მიზნები: ბავშვები სწავლობენ ყურადღებით მოსმენას. ისინი შეძლებენ გაიმეორონ სიტყვების მნიშვნელობა და აითვისონ ახალი, განავითარონ ლოგიკური აზროვნება.

აღწერილობა: შემდეგი სიტყვების გამოყენებით „ცხვირი, იატაკი, ჭერი, და ა.შ“ წამყვანი ამბობს ერთ-ერთ ამ სიტყვათაგანს. ამავდროულად ის უჩვენებს ან ცხვირის, ან იატაკს, ან ჭერს. ბავშვებიც სწრაფად მიანიშნებენ დასახელებულ საგანზე. თავისი ჟესტებით წამყვანს შეუძლია არასწორად მიანიშნოს საგნებზე და ამით დააბნიოს სხვა მოთამაშეები. მოთამაშეებმა უნდა მიანიშნონ მხოლოდ იმ საგნებზე, რომლებიც წამყვანმა სწორად დაასახელა. ვისაც შეეშლება, ის ხდება წამყვანი.

62. ჩემი სხეული

მიზნები: თამაში უბიძგებს მოსმენისკენ, ყურადღებით ყოფნისკენ, განამტკიცებს და აფართოებს სიტყვათა მარაგს.

აღწერილობა: ბავშვები სხდებიან წრეში. თამაშის წამყვანი ასახელებს სხეულის ერთ-ერთ ნაწილს, ხოლო უჩვენებს მეორეზე. მაგალითად ამბობს „ხელს“ ,ხოლო უჩვენებს „თავს“.  დანარჩებმა მოთამაშეებმა უნდა მიანიშნონ სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც წამყვანმა დაასახელა და არა იმაზე, რომელსაც შეცდომით უჩვენებს. თამაში გრძელდება მანამ, ვიდრე ყველა მონაწილე უშეცდომოდ არ შეასრულებს დავალებას. თამაშის წამყვანები იცვლებიან. არასწორი პასუხისთვის შეიძლება „ვალის აღება“ და თამაშის დასრულების შემდეგ მოთამაშეები მას გამოისყიდიან.

63. გააკეთე ის….

მიზნები: თამაში ხელს უწყობს ყურადღების გრძნობის განვითარებას.

აღწერილობა: მასწავლებელი ნელა ასახელებს და ასრულებს სხვადასხვა მოძრაობას (ხელებს მომუშტავს, მარცხენა ხელით იფხანს კეფას, ეხება ცხვირს, იხედება ფანჯარაში) ზოგიერთი მოძრაობა არ შეესაბამება იმას, რასაც ის აღწერს სიტყვიერად და მაშინ ბავშვებმა სწრაფად უნდა გააკეთონ რეაქცია შეძახილით „ ასე არაა..“ ან თავი უნდა გააქნიონ.

64. ტკბილ-მწარე

მიზნები: ბავშვები ისწავლიან ყურადღებით მოსმენას. ისინი შეძლებენ გაიმეორონ სიტყვების მნიშვნელობა და აითვისონ ახალი სიტყვები, განავითარონ ლოგიკური აზროვნება.

აღწერილობა: გამოიყენება ანტონიმი სიტყვები: „დიდი-პატარა, დაბალი-მაღალი, ტკბილ-მწარე“ და ა.შ. წამყვანი ამბობს ერთ-ერთს ამ სიტყვებიდან და ამავე დროს ასახელებს /უჩვენებს საგანს/ხილს/ბოსტნეულს. წამყვანს შეუძლია არასწორად უჩვენოს და ამით დააბნიოს მოთამაშეები. მონაწილეებმა რეაგირება უნდა გააკეთონ მხოლოდ იმ საგანზე, რომელიც წამყვანმა არასწორად დაასახელა.

65. მოისმინე ყურადღებით

მიზანი: თამაში ავითარებს ყურადღების გრძნობას და მოსმენის ჩვევას.

აღწერილობა: მასწავლებელი კითხულობს ზღაპარს. ბავშვების ამოცანაა ყურადღებიტ მოსმენა და დათვლა. რამდენჯერ არის ზღაპარში ნასესხები სიტყვა „ცხენი“ ან მაგალითად სიტყვა „მგელი“ , იმისთვის, რომ ადვილად დაითვალონ, ბავშვები იყენებენ დასათვლელად მასალას:კაკალს, კენჭებს, და ა.შ. ყველა მოთამაშეს უდგას სამ-სამი კოლოფი-ერთში დასათვლელი საშუალება, ორი დანარჩენი-ცარიელი. როდესაც მოსწავლე მოისმენს სიტყვას „ცხენი“, მან დასათვლელი მასალა უნდა ჩადოს ერთ კოლოფში, ხოლო როდესაც „მგელი“ მეორე კოლოფში.  ბოლოს  ბავშვები ერთმანეთთან ადარებენ შედეგებს.

66. აკრძალული სიტყვა

მიზნები: მონაწილეები ისწავლიან ყურადღებით მოსმენას, მოთხრობების გამოგონებასა და სხვებთან მოყოლას, ასევე ისინი ისწავლიან ერთმანეთისადმი ყურადღებით მოპყრობას. ესაა მოძრავი თამაში.

აღწერილობა: ყველა მოთამაშე დგას მწკრივში შენობის ან მოედნის ერთ მხარეზე. მოპირდაპირე მხარეს მონიშნულია „წერტილი“ (ხე, კედელი, ან რაიმე სხვა საგანი) . წამყვანი თავდაპირველად განსაზღვრავს აკრძალულ სიტყვას, შემდეგ იწყებს რაიმე ისტორიის თხრობას, როგორც კი თხრობის დრო გაიჟღერებს აკრძალული სიტყვა, მონაწილეები უნდა გაიქცნენ „წერტილისაკენ“. ის ვინც მიირბენს ყველაზე ბოლოს , ხდება წამყვანი.

67. მოგზაურობა მანქანით

მიზნები: თამაში განამტკიცებს და აფართოებს სიტყვათა მარაგს, ხელს უწყობს ყურადღების გრძნობის განვითარებას.

აღწერილობა: მოთამაშეები სხდებიან  წრეში. წამყვანი აცხადებს, რომ ის მიდის მანქანით. როდესაც  ის ამბობს სიტყვას, რომელიც გამოხატავს მანქანით გადაადგილებას, ყველა წევს ხელს, ხოლო , როდესაც ასახელებს სიტყვას, რომელიც უსუალოდ დაკავშირებულია მანქანასთან, მაშინ – ყველანი დგებიან.

68.  ყველაფერი ადგილზე

მიზნები: თამაში ეხმარება ყურადღების გამახვილების და რეაქციის სისწრაფის განვითარებას და სიტყვათა მარაგის განმტკიცებას.

აღწერილობა: ყველა მოთამაშე ზის თავის ადგილზე. წამყვანი -მასწავლებელი ასახელებს სასკოლო საგანს და დებს მაგიდაზე. წამყვანის შემდეგ მის მოძრაობას იმეორებს მთელი კლასი და მოსწავლეები ჩანთიდან მაგიდაზე დებენ იგივე საგანს. საგნების რაოდენობის გაზრდა თანდათანობით შესაძლებელია. შემდეგ მასწავლებლის ბრძანებით, რომელიც ასახელებს ერთ-ერთ საგანს, მხოლოდ არ მიანიშნებს მასზე, მოთამაშე იღებს თავისი მაგიდიდან და უკან აბრუნებს ჩანთაში, მანამდე, ვიდრე ყველა საგანი რიგ-რიგობით არ აღმოჩნდება მის ჩანთაში. შეცდომით ამოცნობილი საგანი რჩება მაგიდაზე და თამაში იწყება თავიდან, ვიდრე მოთამაშეეები ბოლომდე არ აითვისებენ საგნების დასახელებებს.

69.  საკვებად ვარგისი-საკვებად უვარგისი

მიზნები: ამ თამაშით მოთამაშეებს შეუძლიათ განიმტკიცონ ახალი სიტყვები, ისინი მიეჩვევიან ყურადღებით მოსმენასა და ლოგიკურ აზროვნებას. ამ ცოცხალი თამაშით შესაძლებელია გახალისება.

მასალა: ბურთი

აღწერილობა: უნდა იყოს გასმული თითო მეტრის დაშორებული 5 პარალელური ხაზი. მოთამაშეები დგებიან  პირველ ხაზზე. წამყვანი ასახელებს ნებისმიერ სიტყვას და ესვრის ბურთს რიგში მდგომ მოთამაშეებს. თუ დასახელებული სიტყვა საკვებად გამოდგება, მაშინ მოსწავლემ უნდა დაიჭიროს ბურთი, ხოლო თუ საკვებად უვარგისია, მაშინ არ უნდა დაიჭიროს. ის მოთამაშეები, რომლებიც უშეცდომოდ შეასრულებენ დავალებას, თითოეულ ჯერზე გადაინაცვლებენ მომდევნო ხაზზე. ვინც დაუშვებს შეცდომას, ისევ უნდა დაუბრუნდეს პირველ ხაზს. წამყვანი ხდება ის მოთამაშე, რომელიც პირველი მიაღწევს უკანასკნელ ხაზს.

70.  დასახელებული საგნები

მიზნები: ეს თამაში ეხმარება მხედველობითი მეხსიერებისა და ყურადღებიანობის განვითარებას. მისი დახმარებით  შესაძლებელია სიტყვათა მარაგის გაფართოება და სიტყვების მკაფიოდ წარმოთქმის სწავლა.

მასალა: სხვადასხვა საგნები და ნახატები, 6-დან 15-მდე(დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე) დიდი ყუთი და გადასაფარებელი.

აღწერილობა: მოთამაშეები სხედან წრეში. თუ თამაშობენ საგნებით, ნივთები დევს გახსნილ ყუთში.  თუ თამაშში გამოიყენება  სურათები, მაშინ ეს სურათები დევს იატაკზე. მოთამაშეებმა უნდა დაიმახსოვრონ საგნები (სურათები) 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ წამყვანი ხურავს ყუთს გადასაფარებლით და სთხოვს ბავშვებს ჩამოთვალონ დამახსოვებული საგნები. მოთამაშეებმა უნდა დაასახელონ მორიგეობით თითო-თითო საგანი.  წამყვანი იღებს გადასაფარებლის ქვეშიდან დასახელებულ საგანს, თუ ის არის იქ, წამყვანი საგანს გადასცემს მას, ვინც დაასახელა.

71. მოაწესრიგეთ

მიზნები: თამაში ეხმარება ყურადღებით ყოფნისა და დაკვირვებულობის სწავლაში.

მასალა: სხვადასხვა საგნები, სათამაშოები და სურათები.

აღწერილობა: მოთამაშეები სხედან წრეში იატაკზე ან მაგიდის გარშემო. წამყვანი ალაგებს საგნებს გარკვეული მიმართულებით.

მაგალითად : მაკრატელი, კალამი, სათამაშო, სახაზავი და წიგნი. მოთამაშეებმა 30 წამის განმავლობაში (ასაკისდა მიხედვით შესაძლებელია მეტი დროც) უნდა დაიმახსოვრონ საგნების თანმიმდევრობა. მითითების შემდეგ მოთამაშეები ხუჭავენ თვალებს და წამყვანი უცვლის ადგილს ერთ-ერთ საგანს. ხელახალი მითითების შემდეგ მოთამაშეები ახელენ თვალებს. ვინც პირველი და სწორად დაასახელებს ადგილშეცვლილ საგანს, შეუძლია აიღოს ის საგანი თავისთვის.

რეკომენდაცია: რეკომენდირებულია ისეთი საგნების ან სურათების შერჩევა, რომლებიც გაკვეთილის თემას მიესადაგება.

72. რა არის კლასში

მიზნები: თამაში ხელს უწყობს ნასწავლი სიტყვების განმტკიცებას და ავითარებს მეხსიერებას.

აღწერილობა: ბავშვები დგებიან საკლასო დაფის გარშემო, ზურგით კლასთან. შეძლებისდაგვარად თითოეული ასახელებს რაიმე საგანს, რომელიც მათ ზურგს უკან მდებარეობს და მასწავლებელი წერს ამას დაფაზე. როდესაც ბავშვები ამოწურავენ თავის სიტყვათა მარაგს, ყველა ბრუნდება უკან და ადარებს საგნების რეალურ მდგომარეობას დაფაზე დაწერილს(დაწერის მაგივრად შეიძლება ნახატების მიმაგრება დაფაზე)

ვარიანტი: ბავშვები საგნების დასახელების დროს უთითებენ მის რაოდენობაზე და შემდეგ ადარებენ, სწორად დაასახელეს თუ არა. შეიძლება დათვლა თანმიმდევრობითაც-ერთი მაგიდა, ორი მაგიდა, და ა.შ. გაირკვას რამდენი საგანია კლასში 3 , ოთხი ცალი და ა.შ.

73. ზურგჩანთა

მიზნები: თამაშის დროს შეიძლება ახალი სიტყვების ან სხვადასხვა თემების გაგების, ასევე მეორე ენაზე ახალი სიტყვების განმტკიცება. თამაში ეხმარება მოსწავლეებს იყვნენ ყურადღებიანი, განავითარონ მეხსიერება და გააფართოვონ სიტყვათა მარაგი.

აღწერილობა: წამვანი იწყებს და ამბობს: „მე ჩავაბარე ზურგჩანთა და ჩავდე მასში სვიტრი“. შემდეგი იმეორებ ს პირველის სიტყვას და ამატებს სხვა საგანს ან ნივთს, მაგალითად  „ მე ჩავაბარგე ზურგჩანთა და ჩავდე შიგ სვიტრი და ფანარი“ , ყოველი მომდევნო მოთამაშე იმეორებს წინა სიტყვებს და ამატებს ახალს.

რეკომენდაცია: თუ მოთამაშეებს უჭირთ ერთმანეთის მოსმენა, შეიძლება საუბარი არა თანმიმდევრობით, არამედ წამვანის არჩევანის მიხედვით. ამგვარად,

ვარიანტი: თამაში შეიძლება შეიცვალოს და წარიმართოს კგუფურად. ჯგუფს მიენიჭება შესაბამისი თემატიკის სახელწოდება-ხილი/ცხოველები/სკოლა/ფრინველები და ა.შ. და გამოიყოფა ყუთი, რომელშიც დევს ადრე განვლილი სხვადასხვა თემებიდან სურათები. ბავშვებმა ყუთიდან ამოიღონ მხოლოდ ის სირათები, რომლებიც შეესაბამება მისი ჯგუფისთვის შერჩეულ თემას.

74. პანტომიმა

მიზნები: თამაშის დროს ადვილად შეიძლება ახალი სიტყვების წარმოთქმისა და დამახსოვრების სწავლა. იგი ეხმარება წარმოსახვის განვითარებას, საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების გახსნას.

აღწერილობა: მონაწილეები სხდებიან მერხებზე ან დგანან წრეში. შეირჩევა პანტომიმისთვის თემა, მაგალითად: ცხოველები, პროფესია, ხილი, და ა.შ, წამყვანი ყურში ჩასჩურჩულებს არჩეული თემებიდან სიტყვას ერთ-ერთ მონაწილეს, მან თავისი მოძრაობებით და ჟესტეით, სიტყვების გამოყენების გარეშე უნდა გამოსახოს ის სიტყვა, რომელიც მას ჩასჩურჩულეს, ხოლო დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ ეს სიტყვა, ის მოთამაშე, რომელიც ოირველად გამოიცნობს, ხდება ახალი წამყვანი.

რეკომენდაცია: თუ  თამაში მიმდინარეობს მეორე ან უცხო ენაზე, რეკომენდირებულია შერჩეულ თემაზე სურათების გამოყენება.

ვარიანტი: მასწავლებლის მითითებით მოთამაშეებმა მოძრაობებით, ჟესტებით და მიმიკებით უნდა განასახიერონ ნებისმიერი ცხოველი(პროფესია, ავეჯი ან სიტყვა სხვა თემატური ჯგუფიდან) წამყვანმა უნდა დაასახელოს გამოსაცნობი ცხოველი ან საგანი. პირველი, ვინც გამოიცნობს, ხდება შემდეგი წამყვანი.

75. ვინ უფრო მეტი

მიზნები: თამაში ხელს უწყობს სიტყვათა მარაგის გაფართოებასა და განმტკიცებას.

მასალა: ბურთი

აღწერილობა: მოთამაშეები ერთიანდებიან ორ ჯგუფად და დგებიან ერთმანეთის პირისპირ. წამყვანი-მასწავლებელი ამბობს-ცხოველები- და ესვრის ბურთს რომელიმე ჯგუფიდან ერთ-ერთს. ბურთის დამჭრი ასახელებს რომელიმე ცხოველს და ესვრის მოპირდაპირე ჯგუფის მოთამაშეს ბურთს, რომელმაც ასევე უნდა დაასახელოს ცხოველი და ისროლოს ბურთი საპირისპირო მიმართულებით. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ასახელებს ცხოველების უფრო  მეტ რაოდენობას. თემები შეიძლება იყოს სხვადასხვა-სკოლა, ხილი, ციფრები, ასოები და ა.შ.

76. ჩაიდნები

მიზნები: თამაშის დახმარებით მონაწილეებს შეუძლიათ გააფართოვონ საკუთარი სოტყვათა მარაგი, ასევე ისწავლონ ყურადღებიანობა და მიზანმიმართულება.

მასალა: ბურთი

აღწერილობა: მონაწილეები დგებიან წრეში, ერთ-ერთ მათგანს ხელში უჭირავს ბურთი. ის წარმოთქვამს სიტყვას თამაშის თემატიკის  შესაბამისად(მაგალითად ცხოველები, სასკოლო საგნები, ფრინველები და ა.შ.) და ესვრის ბურთს სხვა მოთამაშეს. შემდეგი მოთამაშე, რომელიც დაიჭრს ბურთს, ასახელებს სიტყვას ამავე თემატიკიდან, მაგალითად: პირველი მოთამაშე: „კატა“, მეორე „ძაღლი“, მესამე „ძროხა“ და ა.შ. შემდეგ მასწავლებელი გამოაცხადებს ახალ თემატიკას.

ვარიანტი: მოთამაშეები დგბიან შემჭიდროვებულ  ჯგუფად, ერთი მათგანი ისვრის ბურთს მაღლა და ასახელებს თემას. ბურთი უნდა დაიჭიროს მოთამაშემ ამ თემის „სახელით“, თუ დაიჭირა უშეცდომოდ-გამოდის თამაშიდან, თუ ვერა -ხდება წამყვანი.

77. კოლოფი

მიზნები: თამაში ეხმარება ახალი სიტყვების ათვისებაში.

მასალა: კოლოფი

აღწერილობა: ყველა მოთამაშე ჯდება მაგიდის გარშემო და რიგ-რიგობით იწვდიან ხელს მაგიდის ცენტრისკენ, თითქოსდა კოლოფში დებენ რაიმეს.

თამაშის წესი ასეთია: ყველა მოთამაშეს შეუძლია დაასახელოს მოქმედი პერსონაჟი, არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, ზმნა, რომელიც შეხვდა განვლილ მოთხრობაში. თუ თავისი რიგის დროს მოთამაშე ვერ დაასახელებს, მაშინ ის გამოვარდება თამაშიდან.

გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე დიდხანს გაძლებს სათამაშო მინდორზე და არ გამოტოვებს არც ერთ სვლას.

78. ჯადოსნური კალათი

მიზნები: ეს თამაში ხელს უწყობს ახალი სიტყვების დამახსოვრებას და განმტკიცებას. თამაში ავითარებს შეგრძნებას, რომ საინტერესოდ თამაშისთვის აუცილებელია თავად მოამზადო  მასალა-სურათები.

მასალა: ქაღალდი, ფანქრები

აღწერილობა: თამაშისთვის საჭიროა წინასწარი მომზადება. თამაშის დაწყებამდე მასწავლებელი ბავშვებს უბიძგებს გაიხსენონ, თუ რომელი ჯადოსნური ნივთი ჰქონდათ ცნობილი ზღაპრების გმირებს და ეს ნივთები დახატონ  ქაღალდზე.

წამყვანი სთავაზობს მათ-გმირების სახელებს, რის შემდეგაც ბავშვები ასახელებენ ჯადოსნურ ნივთებს.

წამყვანი განაწილებს რომელი ბავშვი რას დახატავს, რათა საგნები არ განმეორდეს.

შეიძლება ბავშვებს შევთავაზოთ შემდეგი ლიტერატურული გმირების გამოცნობა:

  1. ბურატინო-ჯადოსნური გასაღები
  2. კომბლე-კომბალი
  3. ალადინი-ნათურა
  4. კონკია-სამი კაკალი
  5. ფერია-ჯადოსნური ჯოხი
  6. ხუთკუნჭულა-მფრინავი ხალიჩა.

ამის შემდეგ ყველა ნახატი უნდა ჩაიდოს ერთ კალათაში.წამყვანი ამბობს:

ჩვენს ჯადოსნურ კალათაში

დევს სხვადასხვა ნახატი

აბა-აბა დაუჩქარე

გამოიცან ზღაპარი.

წამყვანი რიგ-რიგობით იღებს კალათიდან ნახატებს, სადაც გამოსახულია ჯადოსნური ნივთები, ხოლო ბავშვები ასახელებენ იმ ზღაპრულ პერსონაჟებს, რომლებსაც ეს ნივთები მიეკუთვნება.

79. დედები და შვილები

მიზნები: თამაში განამტკებს და აფართოებს სიტყვათა მარაგს, ხელს უწყობს გარე სამყაროს შემეცნებას.

მასალა: სურათები ცხოველების, მხეცების და მათი შვილების გამოსახულებით.

აღწერილობა: ბავშვები თამაშობენ ჯგუფებში. მასწავლებელი ერთ ადგილზე ინახავს ყველა სურათს და ურევს ერთმანეთში. ერთი ჯგუფის მოთამაშეებმა ერთ რიგზე უნდა დააწყონ ცხოველების სურათები, ხოლო მეორე ჯგუფის მოთამაშეებმა მეორე რიგში ამ ცხოველების შესაბამისი შვილების სურათები. ამასთან, ისინი ამბობენ ამ ცხოველების სახელებს და თუ გავართულებთ ადგილს, სადაც ეს ცხოველები ბინადრობენ.

80. დაკვირვებული მოთამაშე

მიზანი: თამაში მოსწავლეებს ეხმარება დაიმახსოვრონ და ისწავლონ საკუთარი სხეულის ნაწილების სახელწოდებები.

აღწერილობა: თითოეულ მონაწილეს წამყვანი დაუსახელებს მისი სხეულის ერთ-ერთ ნაწილს -ხელი, ფეხი, ყური, კბილები და ა.შ. შემდეგ წამყვანი ამბობს წინადადებას-„მე მაქვს დიდი თვალები და უჩვენებს თავის თვალებზე. მოთამაშე, რომელსაც წამყვანმა თამაშის დასაწყისში დაუსახელა ეს სხეულის ნაწილი, იმეორებს წინადადებას და უჩვენებს სხეულის იმ ნაწილს და ა.შ. მაგალითად: „მე მაქვს დიდი ხელები, კბილები, ყურები….“

ვსწავლობთ თამაშით (ნაწილი მეორე)

  1. 41. მხედველობითი მეხსიერება

მიზანი: თამაში ავითარებს ყურადღებასა და მეხსიერებას, განამტკიცებს და აფართოებს სიტყვათა მარაგს.

მასალა: დასათვლელი მასალა, თავსაფარი.

აღწერილობა: მაგიდაზე დევს სხვადასხვა საგნები, რომლებიც დაფარულია თავსაფრით, დევს ოთხ-ოთხი ღილი, ოთხი კენჭი, ოთხი წაბლი, ორ-ორად და სათითაოდ – ერთი ფანქარი, ერთი კაკალი და ა.შ. ბავშვები სათითაოდ მიდიან მაგიდასთან, წევენ თავსაფარს, 30 წამის განმავლობაში ათვალიერებენ საგნებს და ასახელებენ რომელი საგანია მაგალითად ოთხი, ორი და ა.შ.

42ვინ რა გააკეთა?

მიზნები: თამაში ხელს უწყობს ნასწავლი სიტყვების განმტკიცებას, მეხსიერებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.

მასალა: საგნების ბარათები, მცენარეების, ბუნების გამოსახულებებით და დიაგრამის სამი წრით. ერთი ცარიელი წრე არის იმ საგნებისთვის, რომლებიც ადამიანმა შექმნა, მეორე წრე-საგნებისთვის, რომელიც ბუნებამ შექმნა, მესამე-საგნებისთვის, რომელიც შექმნა ადამიანმა ბუნებასთან ერთად.

აღწერილობა: ბავშვებს ურიგდებათ ბარათები ნახატებით,მაგალითად – ადამიანი, ტყე, მდინარე, ვაშლი და ა.შ.ბავშვებმა თავისი ბარათები უნდა ჩააწყონ საჭირო წრეში და ახსნან, თუ რატომ აარჩიეს სწორად ეს წრე და არა სხვა.

43. სად ცხოვრობს გმირი?

მიზნები: თამაში ხელს უწყობს ნასწავლი სიტყვების განმტკიცებას და მეხსიერების განვითარებას.

მასალა: ბურთი

აღწერილობა: ბავშვებს ვთავაზობთ ლოტოს ნაირსახეობის თამაშს, მისი მიზანია გახსენება, თუ სად ცხოვრობს და ბინადრობს ესა თუ ის ზღაპრული პერსონაჟი. ბავშვები დგებიან წამყვანის გარშემო წრეში. წამყვანი ესვრის ბურთს ნებისმიერ ბავშვს და ასახელებს რომელიმე ცხოველს გაგონილი ზღაპრებიდან. მოსწავლემ უნდა დაიჭიროს ბურთი , დაუბრუნოს შემდეგ უკან და დაასახელოს ის ადგილი, სადაც ცხოველი შეიძლება ცხოვრობდეს.მაგალითად : დათვი-ტყეში, ძაღლი-ბუნაგში, კატა-სარდაფში, კონკია – სამზარეულოში და ა.შ.

44. ციფრული რიგები

მიზნები: თამაში ავითარებს ყურადღებიანობას, განამტკიცებს და აფართოებს სიტყვათა მარაგს. თამაში ხელს უწყობს მექანიკური და სმენითი მეხსიერების განვითარებას.

აღწერილობა: მორიგეობით იქნება წაკითხული ციფრების რიგი. პირველი რიგი შეიცავს 2 ციფრს. ბავშვებს სთხოვენ განმეორებას იმავე თანმიმდევრობით, რომლითაც იყო წაკითხული, მეორე რიგი შედგება 3 ციფრისგან, მესამე-4-სგან, მეოთხე -5-სგან და ა.შ. ბავშვებს შესთავაზებთ შეჯიბრს: ვინ მეტ ციფრს დაიმახსოვრებს და შეძლებს იგივე თანმიმდევრობით განმეორებას. ის ვინც დაიმახსოვრებს ყველაზე გრძელ რიგს, გამარჯვებულიც ის ხდება.

45. მზარეულები

მიზნები: ავითარებს ყურადღებას, წარმოსახვას, განამტკიცებს და აფართოებს სიტყვათა მარაგს.

აღწერილობა: აირჩევა წამყვანი. დანარჩენი მოთამაშეები იქნებიან „მზარეულები“. ყველამ მორიგეობით უნდა დაასახელოს რომელიმე კერძი და თქვას, რომელი პროდუქტია საჭირო მის მოსამზადებლად. მაგალითად : „მე ვამზადებ ტორტს. ამისთვის მჭირდება რძე, კარაქი, შაქარი, კვერცხი, არაჟანი, მარილი, სოდა და მურაბა“. ასე გამოდის ყველა მოთამაშე. შემდეგ წამყვანი კითხულობს: „რომელი პროდუქტია საჭირო მწვადის მოსამზადებლად?“ მოთამაშეებმა ყველა პროდუქტი უნდა ჩამოთვალონ. რომელიც გაუგიათ. ყველა სწორ პასუხზე მოთამაშე მიიღებს  თითო-თითო ქულას. თამაში გრძელდება მანამ, ვიდრე რომელიმე მოთამაშე პირველი არ მიაღწევს წინასწარ შეთანხმებულ ქულამდე.

46. მექვიშე

მიზნები: თამაშით შესაძლებელია ლოგიკური აზროვნების ჩვევების, ასევე ყურადღებისა და მოთმინების უნარის შეძენა.

მასალა: სკამები, ბალიშები და სხვა საგნები ადგილების მოსანიშნად.

აღწერილობა: მექვიშე-ესაა ზღაპრული ფიგურა, რომელიც საღამოს მოდის ადამიანებთან და მათ თვალებში აყრის წვრილ ქვიშას, რათა მათ შეძლონ დაძინება. მოთამაშეები სხედან წრეში და ხუჭავენ თვალებს. წამყვანი მიდის ყველსთან და ზურგზე ახატავს ხაზს. ერთ-ერთს ზურგზე დაადებს ხელის გულს, რაც ნიშნავს რომ ეს მოთამაშე ხდება „მექვიშე“ .

როდესაც წამყვანი დაასრულებს წრეზე შემოვლას, ყველა მოთამაშე ახელს თვალებს და უყურებს ერთმანეთს. „მექვიშე“, თვალის ჩაკვრით ანიშნებს სხვა მოთამაშეებს, რომ ჩაუყარა მათ თვალებში ქვიშა. ის, მოთამაშეები, რომელთაც „მექვიშემ“ ჩაუყარა ქვიშა, ამბობენ შემდეგს:“მე მძინავს“ და თვალდახუჭულები სხედან ჩუმად. სხვები ცდილბენ გამოიცნონ ვინაა „მექვიშე“. ვინც არასწორად გამოიცნობს, მანაც უნდა „დაიძინოს“ მთელი ამ დროის განმავლობაში. თუ რჩება მხოლოდ ერთი მოთამაშე, მაში  „მექვიშე“ მოგებულად ითვლება. ის ხდება ახალი წამყვანი და ირჩევს ახალ „მექვიშეს“, ხოლო თუ მოთამაშეთაგაან რომელიმე მიხვდება, თუ რომელია „მექვიშე“, მაშინ ის მოთამაშე ხდება წამყვანი.

47. სათამაშოების მაღაზია

მიზნები: თამაში ხელს უწყობს ლოგიკური და ხატოვანი აზროვნების განვითარებას, შემოქმედებითი პოტენციალის გახსნას. მოსწავლეებში გამოიმუშავებს დამკვირვებლობის უნარსა და რეაქციის სისწრაფეს.

აღწერილობა: მონაწილეების ერთი ნაწილი, სურვილისდა მიხედვით, ხდებიან სათამაშოები, რომლებიც იყიდება მაღაზიაში, ხოლო სხვები მყიდველები. ერთი კი გამყიდველი. „მყიდველები“ მიდიან ოთახის მოპირდაპირე მხარეს და ელოდებიან მაღაზიის გახსნას. „მოთამაშეები“ სხდებიან რიგში სკამზე, გამოსახავენ გასაყიდ საქონელს. „გამყიდველი“ მიდის ყველსთან და ეკითხება, თუ რომელი სათამაშო უნდა რომ იყოს. მაგალითად, თუ ის კურდღელია, მაშინ მოთამაშეს შეუძლია იხტუნავოს, თუ ის ბზრიალაა, მაშინ შეუძლია იბზრიალოს, თუ თოჯინა-იცეკვოს, თყ ბაყაყი-იყიყინოს და იხტუნავოს და ა.შ. როცა ყველაფერი მზად იქნება, გამყიდველი აცხადებს: „მაღაზია გაიხსნა“ .

„მყიდველები“ დგებიან რიგში, ესალმებიან და სთხოვენ აჩვენოს სათამაშოები. გამყიდველი „თაროდან“ იღებს სათამაშოს და „ქოქავს“ მას. „სათამაშო“  ცოცხლდება. მყიდველმა უნდა გამოიცნოს თუ რა სათამაშოა ეს, თუ სწორად გამოიცნობს, მაშინ სათამაშო მიაქვს. შემდეგ მოდის მოდევნო მყიდველი და ასე გრძელდება თამაში. შემდეგ მოთამაშეები ცვლიან როლებს.

რეკომენდაცია: იმისთვის, რომ მოთამაშეებმა თავად მოიგონონს სხვადასხვა სათამაშოები და მათი გამომსახველობის საშუალებები, ამისთვის რეკომენდირებულია მათთან წინასწარ გასაუბრება და იმის გაგება, თუ რომელი სათამაშო იციან, რომელი სათამაშოები აქვთ მათ სახლში და ეთხოვოთ გამოსახოს ეს სათამაშოები.

თამაშის გართულების მიზნით, ერთი და იგივე სათამაშოს გამოსახვა შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს. ამასთან მყიდველმა არა მარტო გამოიცნოს სათამაშო, არამედ აირჩიოს მათ შორის საუკეთესო.

მომავალში შეიძლება თამაშის კიდევ გართულება, თუ დაემატება დამახასიათებლი ფრაზები: „მე აქ ვხედავ…“, „გამარჯობა, მიჩვენეთ გეთაყვა“…, „რა ღირს“..“გმადლობთ ნახვამდის“ და ა.შ.

48. ფერადი დღეები

მიზნები: თამაში ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას, განამტკიცებს და აფართოებს სიტყვათა მარაგს, ხელს უწყობს ლოგიკურ აზროვნებას. შემოქმედებითი პოტენციალის გახსნას, მოსწავლეები გამოიმუსავებენ დამკვირვებლობის უნარსა და რეაქციის სისწრაფეს.

აღწერილობა: კვირის თითოეული დღე მიუძღვენით რომელიმე ფერს.

თქვენ შეგიძლიათ:   ჩაიცვათ დღის ფერის შესაფერისად.

ბუნებაში წახვიდეთ ისეთ ადგლებში სადაც ხშირად გხვდებათ ეს ფერი, მაგალითად-ტყეში ეძებოთ მწვანე, წყალთან -ცისფერი და ლურჯი და ა.შ. კლასში დაბრუნებისას განიხილეთ სად იპოვეთ შესაბამისი ფერი. იმსჯელოთ, რომელი ცხოველები იცვლიან ფერს. დაწეროთ დღის ფერის შესაფერისი კალმებით და ფანქრებით. მიირთვათ კანფეტები, რომლებიც შეფუთულია დღის ფერის შესაფერის ქაღალდში. დაიხატოს დღის ფერის შესაფერისი საგნები, პეიზაჟი, ნატურმორტი.

49. საჩუქრები

მიზნები: თამაში ხელს უწყობს მხიარული ატმოსფეროს შექმნას, სასწავლო პროცესის მოტივაციას.

აღწერილობა: მონაწილეები სხდებიან წრეში. დამწყები ზის შუაში და მარჯვნივ მჯდომ მოთამაშეს ყურში ჩასჩურჩულებს , თუ რას ჩუქნის მას. შემდეგ მოსწავლე გადასცემს მომდევნოს სხვა საჩუქარს.

მაგალითად: ყვავილი, წიგნი, სათამაშო მანქანა, კალამი, კამფეტი, და სხვა. ასე წრის ნახევრამდე. მარცხნივ მჯდომს ეუბნება ყურში სად შეიძლებოდა შეენახა საჩუქარი.

მაგალითად: კარადაში, მაგიდაზე, პირში, ლარნაკში. შემდეგ მეწყვილე მოთამაშეები დაიძახებენ-ერთი ამბობს საჩუქარს, რომელიც მან მიიღო, ხოლო მეორ4ე ამბობს, სად დადო საჩუქარი. შეთანწყობა შეიძლება იყოს ყველაზე მოულოდნელი და სახალისო, მაგალითად წიგნი-პირში, ქათამი-ჩანთაში და ა.შ.

50. მოგზაურობა….-ში

მიზნები: თამაში ხელს უწყობს ყურადღების გამახვილებას, ფანტაზიის განვითარებას, აფართოებს სიტყვათა მარაგს.

აღწერილობა: მასწავლებელი ბავშვებს სთავაზობს სადმე საინტერესო ადგილზე წასვლას და აღწერს მას. შემდეგ ისინი ერთად ირჩევენ ტრანსპორტის სახეობას მოგზაურობისთვის. შემდეგ ირჩევენ-ბარგიდან ვის რა მოაქვს, მაგალითად-ნაირა-ნუგბარი, ფატიმა-ფული, სედა-სკამი, აიდა-აფთიაქი, პაატა-პლედი, კარგია თუ ბავშვები თავად მიხვდებიან, რომ მათთვის მინდობილი ნივთები იწყება მათივე სახელების პირველ ასოზე. ვინც ამას პირველი შეამჩნევს, ის ინიშნება უფროსად. შემდეგ ყველა „ჯდება“ არჩეულ ტრანსპორტში და „მიდიან“ . თამაშის დასასრულს უნდა ვთხოვოთ მოთამაშეებს, აღწერონ ის ადგილი, სადაც ყველა არის ნამყოფი.

მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება

51. მოგზაურობა მანქანით

მიზნები: თამაში განამტკიცებს და აფართოებს სიტყვათა მარაგს, ხელს უწყობს ყურადღების განვითარებას.

აღწერილობა: მოთამაშეები სხდებიან წრეში. წამყვანი აცხადებს, რომ ის მიდის მანქანით. როდესაც ამბობს სიტყვას, რომელიც გამოხატავს მანქანით გადაადგილებას, ყველა წევს ხელებს, ხოლო როდესაც ასახელებს სიტყვას, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მანქანასთან, მაშინ-ყველანი დგებიან.

52. აკრძალული სიტყვა

მიზნები: მონაწილეები ისწავლიან ყურადღებით მოსმენას, მოთხრობების გამოგონებას და სხვებთან მოყოლას. ასევე ისინი ისწავლიან ერთმანეთისადმი ყურადღებით მოპყრობას. ესაა მოძრავი თამაში.

აღწერილობა: ყველა მოთამაშე დგება მწკრივში შენობის ან მოედნის ერთ მხარეზე. მოპირდაპირე მხარეს მონიშნულია „წერტილი“(ხე, კედელი, ან რაიმე სხვა საგანი). წამყვანი თავდაპირველად განსაზღვრავს აკრძალულ სიტყვას, შემდეგ იწყებს რაიმე ისტორიის თხრობას. როგორც კი თხრობის დროს გაიჟღერებს აკრძალული სიტყვა, მონაწილეები უნდა გაიქცნენ წერტილისკენ. ის ვინც მიირბენს ყველაზე ბოლოს, ხდება ახალი წამყვანი.

53. მოისმინე ყურადღებით

მიზნები: თამაში ავითარებს ყურადღების გრძნობას და მოსმენის ჩვევას.

აღწერილობა: მასწავლებელი კითხულობს ზღაპარს. ბავშვების ამოცანაა ყურადღებით მოსმენა და დათვლა, რამდენჯერ არის ზღაპარში ნახსენები სიტყვა „ცხენი“ ან მაგალითად სიტყვა „მგელი“, იმისთვის, რომ ადვილად დაითვალონ, ბავშვები იყენებენ დასათვლელ მასალას: კაკალს კენჭებს, და ა.შ. ყველა მოთამაშეს უდგას სამ-სამი კოლოფი-ერთში დასათვლელი საშუალება, ორი დანარჩენი-ცარიელი. როდესაც მოსწავლე მოისმენს სიტყვას „ცხენი“, მან დასათვლელი მასალა უნდა ჩადოს ერთ კოლოფში, ხოლო როდესაც „მგელი“, მეორე კოლოფში. ბოლოს ბავშვები ერთმანეთთან ადარებენ შედეგებს.

54. ტკბილი-მწარე

მიზნები: ბავშვები ისწავიან ყურადღებით მოსმენას, ისინი შეძლებენ გაიმეორონ სიტრყვების მნიშვნელობა და აითვისონ ახალი სიტყვები, განავითარონ ლოგიკური აზროვნება.

აღწერილობა: გამოიყენება ანტონიმი სიტყვები: „დიდი-პატარა, დაბალი-მაღალი, ტკბილ-მწარე, და ა.შ“ წამყვანი ამბობს ერთ-ერთს ამ სიტყვებიდან და ამავე დროს ასახელებს, ან უჩვენებს საგანს/ხილს/ბოსტნეულს. წამყვანს შეუძლია არასწორად უჩვენოს და ამით დააბნიოს მოთამაშეები. მონაწილეებმა რეაგირება უნდა გააკეტონ მხოლოდ იმ საგნებზე, რომელიც წამყვანმა არასწორად დაასახელა.

55. გააკეთე ის…

მიზნები: თამაში ხელს უწყობს ყურადღების გრძნობის განვითარებას.

აღწერილობა: მასწავლებელი ნელ-ნელა ასახელებს და ასრულებს სხვადასხვა მოძრაობებს(ხელებს მუშტავს, მარცხენა ხელით იფხანს კეფას, ეხება ცხვირს, იხედება ფანჯარაში) ზოგიერთი მოძრაობა არ შეესაბამება იმას, რასაც ის აღწერს სიტყვიერად და მაშინ ბავშვებმა სწრაფად უნდა გააკეთონ რეაქცია შეძახილით „ასე არაა“, ან თავი უნდა გააქნიონ.

56. ჩემი სხეული

მიზნები: თამაში უბიძგებს მოსმენისკენ, ყურადღებისკენ, განამტკიცებს და აფართოებს სიტყვათა მარაგს.

აღწერილობა: ბავშვები სხდებიან წრეში. თამაშის წამყვანი ასახელებს სხეულის ერთ-ერთ ნაწილს, ხოლო უჩვენებს მეორეზე. მაგალითად ამბობს „ხელს“ , ხოლო უჩვენებს „თავს“. დანარჩენმა მოთამაშეებმა უნდა მიანისნოს სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც წამყვანმა დაასახელა და არა იმაზე, რომელსაც შეცდომით უჩვენებს. თამაში გრზელდება მანამ, სანამ ყველა მონწაილე უშეცდომოდ არ შეასრულებს დავალებას. თამაშის წამყვანები იცვლებიან. არასწორი პასუხისათვის შეიძლება „ვალის აღება“ და თამაშის დასრულების შემდეგ მოთამაშეები მას გამოისყიდიან.

57. გთხოვთ

მიზნები: თამაში ავითარებს ყურადღებიანობას, მოსმენის უნარს, დავალებაზე სწრაფად რეაგირებას.

აღწერილობა: წამყვანი-მასწავლებელი მოსწავლეებინდა ვინმეს სთავაზობს „რაღაცის „ გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოთქმულია პაროლი-გაკრვეული სიტყვა ან ნიშანი, რომელზეც წინასწარ იქნებიან შეთანახმებულები, მაგალითად „გთხოვთ“, ან „გვიჩვენე როგორ“ , ან „ჩქარ“ და ა.შ. ან მაგალითად ხელის აქნევა. თუ თამაშის მონაწილემ შეასრულა ბრძანება, ისე რომ პაროლი არ იყო ნათქვამი, მაშინ ის ვარდება თამაშიდან.

მაგალითად: გთხოვ დადე წიგნი!

უჩვენე როგორ დაფრინავს ჩიტი

დაჯექი

ჩქარა მიდი მაგიდასთან

დახურე კარი.

58. სარკე

მიზნები: თამაშით შეიძლება ანალიზისა და მოქმედების გაკეთების სწავლა.

მასალა: სურათები

აღწერილობა: მოსწავლეები მუშაობენ წყვილ-წყვილად. ორივე მონაწილეს აქვს ერთი და იგივე ნახატები. მათ შორის კეთდება რაიმე ბარიერი, მაგალითად ჩანთით ან წიგნებით. ერთი მოსწავლე თავის ნახატებს ან ფიგურებს განალაგებს გარკვეული მიმარრთულებით. მეორე მოთამაშის დავალება ის არის, რომ პირველი მოთამაშის ზეპირი აღწერილობით, ისე, რომ მეორე მოთამაშე არ ხედავდეს საგნებს, თავისი საგნებიც განალაგოს იგივე მიმართულებით, როგორც მისმა მეწყვილემ.

ვარიანტები: პირველი მოსწავლე დაწვრილებით აღწერს საგნების განლაგებას, მეორე მხოლოდ უსმენს მას. მეორე სვამს მისახვედრ კითხვებს, რომელზეც პასიხპბს პირველი და ა.შ

ვსწავლობთ თამაშით !

  • გაცნობა და გუნდში გაერთიანება
  1. 1.    ახალი მეგობრები:

მოთამაშეები დგანან ან სხედან წრეში ერთმანეთის პირისპირ. მასწავლებელი იღებს ძაფის გორგალს, დგება წრის შუაგულში და უყვება ბავშვებს თამაშის წესებს. მოთამაშე, რომელიც იყენებს თამაშს, ხელს კიდებს ძაფის ბოლოს და ამბობს თავის სახელს. შემდეგ მასწავლებელი იქვე ასახელებს თავის სახელს. ამასთან წინა მოთამაშეს, მაგრად უჭირავს  თავისი ძაფი. ახალ მოთამაშეს ხელი  უჭირავს ძაფის თავის მონაკვეთზე, ხოლო მასწავლებელი გორგალს გადასცემს შემდეგს, რომელიც დგას ამ მოთამაშის პირისპირ. ასე თანდათან მოივლის გორგალი ყველა მოთამაშეს და წარმოიქმნება ქსელი. მასწავლებელი ნელ-ნელა იწყებს  გორგალის გადახვევას, მიდის რიგ-რიგობით მოთამაშეებთან, რომელთაც უჭირავთ ძაფი და ეკითხება : „ეს ვინ არის?“- ბავშვები ერთხმად ასახელებენ სახელს.

  1. 2.    უფრთხილდით გაზეთს

მიზნები: თამაშის მეშვეობით მონაწილეები ადვილად შესძლებენ სხვა მოთამაშეების სახელების(ან სიტყვების, ან პატარა ფრაზების)დამახსოვრებას, ასევე საკუთარი მეხსიერების, სხვების ყურადღებით მოსმენის უნარისა და სწრაფი რეაგირების განვითარებას, ამ თამაშით შესაძლებელია გამხიარულება.

მასალა: გაზეთი ან ქაღალდი

აღწერილობა: მოთამაშეები დგებიან წრეში. თუ იცინი ერთმანეთს ჯერ არ იცნობენ, თითოეული მოთამაშე ხმამაღლა ამბობს თავის სახელს,რათა სხვებმა შესძლონ დამახსოვრება. წამყვანი დაკეცილი ქაღალდით ან გაზეთით დგას ცენტრში. თამაშს იწყებს ერთი მოთამაშე, რომელიც ასახელებს ერთ-ერთი სხვა მოთამაშის სახელს. ამ დროს წამყვანა სწრაფად უნდა მოძებნოს დასახელებული მოთამაშე და შეეცადოს შეახოს მხარზე გაზეთი. დასახელებულმა მოთამაშემ რათა არ შეეხონ მას გაზეთით, სწრაფად უნდა დაიძახოს სხვა მოთამაშის სახელი. თუ მოასწრო დასახელება, წამყვანი რჩება ცენტრში, ხოლო თუ ვერა, მაშინ ის ხდება წამყვანი ვინც ვერ მოასწრო სხვისი სახელის დასახელება.

  1. 3.    თავისუფალი სკამი:

მიზნები: თამაში მონაწილეებს დაეხმარება ახალი სახელის ადვილად დამახსოვრებაში, ყურადღებით მოსმენასა და სწრაფად რეაგირებაში. ეს არის მოძრავი თამაში, რომლის დროსაც შეიძლება გამხიარულება.

მასალა:სკამები, ბალიშები ან სხვა ისეთი საგნები, რითაც შესაძლებელია ადგილის მონიშვნა, შეიძლება სურათებიც.

აღწერილობა: ყველა მოთამაშე ზის წრეში. თუ მონაწილეებმა ჯერ არ იციან ან ცუდად იციან ერთმანეთის სახელები, მაშინ თავდაპირველად თითოეული ამბობს თავის სახელს ხმამაღლა და გამოკვეთილად. ერთი სკამი ზედმეტია. ერთ-ერთი მოთამაშე იწყებს სხვა მონაწილის სახელის დასახელებას, რომელიც სწრაფად უნდა გადაჯდეს თავისუფალ სკამზე, მაგრამ მანამდე, ვიდრე დაჯდება, უნდა დაასახელოს შემდეგი სახელი. ის დასახელებული მოთამაშეც სწრაფად უნდა გადაჯდეს გამოთავისუფლებულ სკამზე და ა.შ

  1. 4.    დავდივართ წრეში

მიზნები: თამაშის დახმარებით მონაწილეები ადვილად იმახსოვრებენ ერთმანეთის სახელებს. სწავლობენ თანამშრომლობას, მოხერხებულობას და სიმარდეს.

აღწერილობა: ხელიხელჩაკიდებული მოთამაშეები განასახიერებენ წრეს და დადიან ერთმანეთის მიყოლებით. თუ მონაწილეებმა ჯერ არ იციან ან ცუდად იციან ერთმანეთის სახელები, მაშინ თავდაპირველად ყველა ამბობს საკუთარ სახელს ხმამაღლა და გამოკვეთილად.

ისინი ამბობენ:“წრეში მივყვებით ერთმანეთს,

და ვაცეცებთ თვალებს,

რასაც (მოთამაშის სახელი) გვიჩვენებს

ყველა ვიმეორებთ მასვე“

ამგვარად, დასახელებული მოთამაშე უჩვენებს ნებისმიერ მოძრაობას დანარჩენები კი მას ბაძავენ. მოთამაშეები ხელმეორედ გაიმეორებენ ლექსს, ამასთან მონაწილე, რომელმაც გააკეთა პირველი მოძრაობა, ასახელებს შემდეგ მონაწილეს.

  1. 5.    იკითხე გაზეთი

მიზნები: ეს მოძრავი და მხიარული თამაშია, რომლის დახმარებით მონაწილეები სწრაფად იმახსოვრებენ ერთმანეთის სახელებს. მოთამაშეები ასევე სწრაფად სწავლობენ მომენტის შერჩევას სწრაფი, მაგრამ „სახიფათო“ სვლისთვის, მიზნისკენ წყნარ და უსაფრთხო სწრაფვას.

აღწერილობა: წამყვანი დგას კედელთან ან ხესთან. შენობის ან სათამაშო მოედნის საპირისპირო მხარეს, კედლის პარალელურად ისმევა ხაზი. მასზე ეწყობიან ყველა დანარჩენი მონაწილეები. წამყვანი კედლისკენ შებრუნდება ისე, რომ ის ვერ ხედავდეს დანარჩენ მონაწილეებს- ის  „კითხულობს  გაზეთს“ . ამ დროს მოთამაშეები ჩუმად უახლოვდებიან მას, თან ყურადღებით აკვირდებიან. როგორც კი წამყვანი მოულოდნელად მობრუნდება, ისინი უნდა გაშესდნენ ერთადგილზე. წამყვანმა უნდა დაასახელოს ის მოთამაშეები, რომლებიც მან დაინახა მოძრაობის პროცესში და ეს მოთამაშეები უნდა დაბრუნდნენ ხაზთან. დანარჩენები რჩებიან იმ ადგილზე სადაც გაჩერდნენ და ელოდებიან, ვიდრე წამყვანი არ მიბრუნდება კედლისკენ და არ განაგრძობს „კითხვას“. თუ წამყვანმა სახელი არასწორად დაასახელა, მაშინ მოთამაშე უკან აღარ ბრუნდება და რჩება იმავე ხაზზე, ვიდრე წამყვანი კითხულობს, მოთამაშეები აგრძელებნ მოძრაობას წამყვანის მიმართულებით. ვინც პირველი შეეხება წამყვანს ხელით, ის ხდება ახალი წამყვანი.

  1. 6.    იპოვე ის, ვინც…

მიზნები: ცოცხალი თამაში, რომლის დახმარებით მონაწილეეი ეცნობიან ერთმანეთს.

აღწერილობა: ყველა ბავშვი ნელა დადის კლასში და საკუთარ კითხვებზე ეძებს დადებით პასუხს თანაკლასელებისგან. კითხვები მათ წინასწარ მისცა მასწავლებელმა. მაგალითად: ვინ არის თბილისში ნამყოფი? ვის ჰყავს ძმა? ვის ჰყავს და?ვის უყვარს მაწონი? და ა.შ. თანაკლასელისგან დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, ის იმახსოვრებს მას და მიდის მასწავლებელთან, რომელიც ამ მოსწავლის ბარათში აღნიშნავს, რომ ნაპოვნია ერთი სწორი პასუხი-ასე სამამდე. შემდეგ ხდება შეჯამება. მოგებულია ის, ვინც ყველაზე სწრაფად მიიღო სამი ნიშანი ბარათში და შემდეგ ისაუბრა თანაკლასელებზე.

  1. 7.    ახალი მეგობრები

მიზნები: ამ თამაშით შესაძლებელია ურთიერთობების ჩვევების, დაკვირვებულობისა და მეხსიერების განვითარება. ასევე მეგობრების გრძნობების გამომუშავება.

აღწერილობა: ერთი მოთამაშე ასახელებს თავის სახელს. შემდეგი იმეორებს მის სახელს და ამბობს საკუთარ სახელს, კიდევ შემდეგი მონაწილე იმოერებს წინა ორის და ასახელებს თავის სახელს. და ა.შ.  თუ რომელიმე მოთამაშე დაუშვებს შეცდომას, თამაში იწყება თავიდან, ვიდრე ყველა მონაწილე არ გაეცნობა ერთმანეთს და არ ისწავლის ერთმანეთის სახელს.

ვარიანტი 1: ერთი მონაწილე დგას წრის შუაგულში და თავისი სახელის დასახელების დროს ესვრის ბურთს სხვა მოთამაშეს, შემდეგი იმეორებს მის სახელს, ამატებს თავის სახელს, ისვრის ბურთს შემდეგ მოთამაშესთან.

ვარიანტი2: ერთი მონაწილე დგას წრის შუაგულში და ასახელებს თანაკლასელის სახეკს და ესვრის მას ბურთს. თუ შეეშლება და ბურთს გადაუგდებს სხვა მოთამაშეს, მაშინ დგება წიგში და მას შეცვლის ის მოთამაშე, რომელსაც ბურთი ესროლა.

  1. 8.    გამოიცანი მეგობარი

მიზნები: თამაში ხელს უწყობს თანაკლასელების უკეთ გაცნობას, მეტყველების უნარის განვითარებას.

აღწერილობა: ერთი მოთამაშე გამოდის კლასიდან და შედის მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაუძახებენ. დანარჩენი ბავშვები ირჩევენ სხვა მოთამაშეს და ცდილობენ მის კარგად შესწავლას-სად ზის, რა ფერის ტანისამოცი აცვია და ა. შ. შემდეგ ეძახიან პირველ მოთამაშეს, რომელიც იწყებს მისახვედრი , საკვანძო კითხვების დასმას, მაგალითად:

ეს გოგონაა?-დიახ

ის ზის პირველ რიგში?-არა

ის ზის მეორე მერხზე?-დიახ

მას აცვია ცისფერი კოფთა?-დიახ

ეს ბელაა!

ბელა გადის კლასიდან და თამაში იწყება თავიდან.

  • ყურადღების მობილიზაცია და სწრაფი რეაგირების განვითარება.
  • 9.    მუსიკალური სკამი

მიზნები: თამაშით შესაძლებელია სწრაფი რეაგირების უნარის განვითარება, ის ეხმარება მოსწავლეებს მორცხვობასა და შებოჭილობის მოხსნაში.

მასალა: მაგნიტაფონი ან რადიო(ასევე შეიძლება სიმღერის შესრულება მაგიდაზე კაკუნი ან დატყაპუნება)

აღწერილობა : სკამები დაიდგას წრეში, ზურგით წრის შუაგულისკენ, ყველა მოთამაშე დგას სკამების გარშემო. სკამების რაოდენობა უნდა იყოს მოთამაშეების რაოდენობაზე ერთით ნაკლები. წამყვანი რთავს მუსიკას, მღერის ან აკაკუნებს და ა.შ. ხოლოდ დანარჩენი მონაწილეები ცეკვავენ ან უბრალოდ დადიან სკამების გარშემო. როდესაც წამყვანი მოულოდნელად გამორთავს მუსიკას(ან შეწყვეტს სიმღერას, კაკუნს და ა.შ.)

მოთამაშეებმა სწრაფად უნდა დაიკავონ სკამებზე ადგილი. ვისაც არშეხვდება სლამი, ანუ ვერ მოასწრეფს სკამზე დაჯდომას, ის გადის თამაშიდან.

ერთი მოთამაშის თამაშიდან გასვლის შემდეგ სკამები ერთით უნდა შემცირდეს. თამაში გრძელდება მანამ,ვიდრე არ დარჩება ბოლო მოთამაშე, რომელიც ხდება თამაშის გამარჯვებული.

10. მესამე ზედმეტია

მიზნები: თამაში ეხმარება მოსწავლეებს იყვნენ უფრო მოძრავები და ჰქონდეთ სწრაფი რეაქციის უნარი. ესაა ცოცხალი და მხიარული თამაში.

აღწერილობა: ბავშვები დგებიან წრეში, ორ-ორი მოსწავლე, მეორე პირველის ზურგს უკან. არჩეული უნდა იყოს 2 წამყვანი. ერთი მათგანი დასდევს მეორეს და ასე დარბიან მოთამაშეების გარშემო. ის, რომელიც გარბის, მას შეუძლია დადგეს ნებისმიერი წყვილის უკან, ამ წყვილში ის მოთამაშე, რომელიც დგას პირველი, ხდება „ზედმეტი“ . ამის შემდეგ ის უნდა გაეკიდოს იმ წამყვანს, რომელიც ვერ დაეწია გაქცეულ მოთამაშეს.

რეკომენდაცია: შეიძლება მონაწილეებს შევთავაზოთ წყვილებში დადგნენ და არა წრეში, არამედ უბრალოდ გაფანტულად. ასეთი სახით მათ ექნებათ სირბილის საშუალება.

11. მიწიდან მაღლა

მიზნები: თამაში ეხმარება სწრაფი რეაქციის განვითარებაში. ამ თამაშით შეიძლება გამხიარულება.

აღწერილობა: ყველა მოთამაშე დგას ეზოში . ერთი იწყებს სხვა მოთამაშეების დადევნებას. ვისაც ის დაეწევა, ის ხდება მდევარი. მოთამაშეებს შეუძლიათ თავის დაცვა იმით, თუ ავლენენ სწრაფად რაიმე ამაღლებულ საგანზე მიწისგან მაღლა. ანუ იმალებიან საკუთარ ბუდეში და მდევარი მას ვეღარ შეეხება.

რეკომენდაცია: თუ ყველა მოთამაშე ზის „ბუდეში“ , შეიძლება შემოვიღოთ ახალი წესი. მდევარი იძახის : „ერთი, ორი!გამოფრინდით ბუდიდან“ , რის შემდეგაც ყველა უნდა ჩამოვიდეს და ახლიდან გააგრძელოს თამაში.

12. სდექ!

მიზნები:თამაში ეხმარება რეაქციისა და სისხარტის განვითარებას. ესაა მოძრავი თამაში.

მასალა: არც თუ ისე დიდი ბურთი.

აღწერილობა: მოთამაშეები დგებიან წრეში. აირჩევენ წამყვანს, რომელიც დგება წრის შუაგულში და მაღლა აგდებს ბურთს, ამასთან ის ასახელებს ერთ-ერთო მოთამაშის სახელს. ბურთს იჭერს ის, ვისი სახელიც იყო დასახელებული, დანარჩენები გაიქცევიან სხვადასხვა მიმართულებით. პირველი მოთამაშე, რომელმაც დაიჭირა ბურთი, ყვირის „სდექ!“ და მაშინვე ჩერდება. ამ ბრძანების მოსმენის შემდეგ დანარჩენებიც უნდა გაჩერდნენ და გაშეშდნენ. ბურთიანი მონაწილე ირჩევს მასთან ახლოს მდგომ მონაწილეს, გადადგამს მისკენ 3 ნაბიჯს და ესვრის ბურთს, ცდილობს მოარტყას ბურთი. თუ მოთამაშეს მოხვდა ბურთი, მაშინ ის გავარდება თამაშიდან. დანარჩენები ყველა ბრუნდებიან წრეში, ხოლო ბურთიანი მოთამაშე ხდება წამყვანი. თუ ის ვერ მოარტყამს არჩეულ მოთამაშეს ბურთს, მოთამაშეები კიდევ გარბიან, ის კვლავ ყვირის „სდექ!“ და ცდილობს კიდევ ერთხელ დაეწიოს ბურთით სხვა მოთამაშეს. თამაში მთავრდება, როდესაც დარჩება მხოლოდ ერთი მოთამაშე.

13. ისროლე ცხვირსახოცი

მიზნები: თამაშით შესაძლებელია ისწავლო იყო მოხერხებული და სწრაფი.

მასალა: ცხვირსახოცი

აღწერილობა: მოთამაშეები სხდებიან წრეში ერთმანეთისგან ერთი ან ორი ნაბიჯით დაშორებით. წამყვანი რჩება წრის გარეთ. ის იღებს ხელში გამონასკვულ ცხვირსახოცს, რიგში მსხდომებს შემოურბენს გარშემო და ერთ-ერთთან შეუმჩნევლად დააგდებს ცხვირსახოცს. თავად გააგრძელებს სირბილს. თუ მოთამაშე თავის ზურგს უკან შეამჩნევს დაგდებულ ცხვირსახოცს, ის იღებს მას და შეეცდება დაეწიოს წამყვანს, ხოლო წამყვანი ცდილობს დაიკავოს ამ მოთამაშის თავისუფალი სკამი. წამყვანი უნდა შეეცადოს ვიდრე მონაწილე დაეწევა, დაჯდეს მის სკამზე. ამის შემდეგ წამყვანი ხდება ცხვირსახოცით ხელში მოთამაშე, რომელიც ვერ დაეწია წინა წამყვანს, ის თავად აგრძელებს სირბილს მოთამაშეების გარშემო და ახლა მან უნდა ჩაუგდოს შეუმჩნევლად მოთამაშეებს ზურგს უკან ცხვირსახოცი. თუ ის მონაწილე, რომელმაც მოთამაშეებს ჩაუგდო ცხვირსახოცი, ვერ მოასწრებს თავისუფალ სკამზე დაჯდომას, მაშინ მოთამაშეები ცვლიან როლებს, თუ მონაწილემ ვერ შეამჩნია, რომ ზურგს უკან დაუგდეს ცხვირსახოცი, მაშინ წამყვანი გააკეთებს წრეს , ამ მოთამაშეს ესვრიან ცხვირსახოცს ზურგში და გარბის მისგან.

რეკომენდაცია: წრეში მჯდომებმა არ უნდა უკარნახონ ერთმანეთს. ყურადღება მიაქციეთ, რომ მოთამაშეებმა მსუბუქად დაარტყან ზურგზე ხელი და ცხვირსახოცი.

14. ბორკილები ფეხებზე

მიზნები: თამაშით შეიძლება მოთმინების და გამძლეობის სწავლა, ასევე მოწმდებებისა და გადაადგილებების ისეთ მდგომარეობაში შესრულება, სადაც არის გარკვეული წინაამღდეგობები.

მასალა: არც თუ ისე დიდი თოკი ან ცხვირსახოცი.

აღწერილობა: მოთამაშეები იყოფიან 2 გუნდად. თითოეული გუნდი ეწყობა კოლონად. ორივე გუნდის მოპირდაპირე მხარეს ორიენტირის სახით დგას დიდი კუბიკი ან ნებისმიერი სხვა საგანი. წამყვანი ორივე გუნდის ზოგიერთ წევრს შეუკრავს ფეხებს. ისინი ასე ფეხებშეკრულები უნდა მივიდნენ თავის ორიენტირთან, შემოუარონ, დაბრუნდნენ თავის გუნდში და შემდეგ მოთამაშეს ხელის დარტყმით გადასცენ ესტაფეტა. მოგებულია ის გუნდი, რომელიც ყველაზე სწრაფად შეძლებს დისტანციის გავლას.

15. ჩვენ ვართ მხიარული ბავშვები

მიზნები: თამაში ეხმარება სისწრაფისა და მოხერხებულობის სწავლას

აღწერილობა: დახაზეთ მოედნის ორივე მხარეს პარალელური ხაზები და ცენტრში წრე. მოთამაშეები დგანან მოედნის ერთ მხარე4ს ხაზის უკან. მოპირდაპირე მხარეს მეორე ხაზის უკან წამყვანი-დამჭერი. მოთამაშეები ერთად წარმოსთქვამენ:

ჩვენ ვართ მხიარული ბავშვები,

გვიყვარს ხტუნვა-სირბილი

აბა სცადე დაგვეწიო,

ერთი, ორი, სამი,

დაგვიჭირე , თუ შეძლებ. !“

სიტყვა „დაგვიჭირე“-ს შემდეგ მოთამაშეები მირბიან წინ. მათი მიზანია-გადაირბინონ მოედნის მოპირდაპირე მხარეზე, ხოლო დამჭერი მირბის მათთან შესახვედრად, ცდილობს რომელიმე მათგანის დაჭერას. უკან მობრუნება არც ერთს არ შეუძლია. ვისაც დამჭერი დაიჭრს, ისიც ხდება დამჭერი. მოგებულია ის მოთამაშე, რომელსაც ვერ დაიჭერენ თამაშის ბოლომდე.

16. იხვები და მონადირეები

მიზნები: თამაში ხელს უწყობს მოხერხებულობის, სიმარჯვისა და ფიზიკური მნაცემების განვითარებას, ესაა მოძრავი თამაში, რომლითაც შესაძლებელია გახალისება

მასალა: ბურთი

აღწერილობა: მოედანზე ცარცით ან ქვიშით, ან სხვა სასუალებით დაიხაზოს 3-4 მეტრი დიამეტრის წრე. (ეს ტბაა) მოთამაშეები იყოფიან 2 ჯგუფად. ერთი ჯგუფი იქნბა წრეში( „ტბაში“) – ეს „იხვებია“, მეორე რჩება წრის გარეთ- ესენი არიან „მონადირეები“. ისინი უნდა შეეცადონ ბურთის დახმარებით ტბიდან გამოდევნონ იხვები. იხვები გამოვარდებიან ტბიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბურთი მოთამაშეს ხვდება პირდაპირ და არა მიწაზე დახემის შემდეგ. გამოვარდნილი იხვები ელოდებიან ვიდრე დანარჩენები ისევ ტბაში არიან. თუ რომელიმე იხვი დაიჭერს ნასროლ ბურთს პირდაპირ ხელებში, მაშინ ის რჩება წრეში და აგრძელებს თამაშს, მას შემდეგ რაც ყველა იხვი გამიდევნებული იქნება წრიდან ჯგუფები გაცვლიან ადგილებს.

რეკომენდაცია : ყურადღება მიექცეს, რომ მოთამაშემ მოთამაშეს ბურთი თავში არ მოარტყას.

17. გაშეშობანა

მიზნები: თამაში მოსწავლეებს ეხმარება გამძლეობის, სიმშვიდის საკუთარი თავის მართვის უნარის და მოხერხებულობის განვითარებაში.

აღწერილობა: წამყვანი ამბობს სიტყვებს „დღე“ ან „ღამე“. სიტყვაზე „დღე“ მონაწილეები ხტებიან, დარბიან, აკეთებენ სხვადასხვა მოძრაობებს და ა. შ. სიტყვაზე „ღამე“ ყველა შეშდება, ვინც ამ სიტყვის მერე მაინც გააგრძელებს მოძრაობას ან გაინძრება, ის არის წაგებული და ხდება წამყვანი.

ვარიანტი: ნაცვლად ბრძანებისა „დღე“ და „ღამე“ შეიძლება ხვა ბრძანების მოგონებაც. მაგალითად:

ზღვა ღელავს ერთი,

ზღვა ღელავს ორი.

ზღვა ღელავს სამი,

ზღვის ფიგურავ სწრაფად გაშეშდი!

18. თვალის ჩამკვრელი

მიზნები: თამაშით შესაძლებელია ყურადღებით მოსმენისა და სწრაფად რეაგირების სწავლა. ესაა მოძრავი თამაში, რომლითაც შესაძლებელია გახალისება

აღწერილობა: მოთამაშეები დგანან წყვილებად წრეში, ერთმანეთის მიყოლებით, ერთი რჩება მეწყვილის გარეშე, კენტად. ის თვალის ჩაკვრით იხმობს თავისთან ნებისმიერ მოთამაშეს, რომელიც დგას მეწყვილეებში. ის ვისაც კენტად დარჩენილმა თვალი ჩაუკრა, ცდილობს მიირბინოს მასთან, ხოლო მისი მეწყვილე უნდა შეეცადოს დაკავებას, მაშინ თამაშის კენტი მონაწილე თვალს ჩაუკრავს სხვა მოთამაშეს. თუ მეწყვილე ვერ შეინარჩუნებს მოთამაშეს, მაშინ ის რჩება კენტად და თავად გააგრძელებს თვალის ჩაკვრას, რათა თავისთან მოიხმოს სხვა მოთამაშე.

რეკომენდაცია: იმ მოთამაშეებს, რომლებიც დგანან წამყვანის უკან შეუძლიათ ხელები დაიწყონ ზურგს უკან.

19. მერცხალი

მიზნები: თამაში მოსწავლეებს ასწავლის ყურადღებით ყოფნას, მოხერხებულობასა და სისწრაფეს.

აღწერილობა: კენჭისყრით ირჩევენ ორ წამყვანს – მერცხალს და დარაჯს. მერცხალი ჯდება წრის შუაგულში. დანარჩენი მოთამაშეები დგანან გარშემო და ცდილობენ ხელით შეეხონ მერცხალს. დარაჯი დადის მის გარშემო იცავს მას დანარჩენების  თავდასხმისაგან. მას შეუძლია თავდამსხმელი დაიჭიროს ხელით და გააჩეროს. თუ ამას შეძლებს,მაშინ დარაჯის მიერ დაჭერილი თავდამსხმელი ხდება დარაჯი. ვინც შეძლებს მერცხალს შეეხოს ხელით ის იკავებს მერცხლის ადგილს. შეთანხმების მხიედვით, მოთამაშე – მერცხალი იცვლება 2-3 დარაჯის შემდეგ.

რეკომენდაცია: ყურადღება უნდა მიექცეს, რომ მოთამაშეები მსუბუქად შეეხონ მერცხალს. ძლიერად ჩარტყმა არ შეიძლება. ამ წესის დამრღვევი, ჯერ ხდება დარაჯი, მეორე დარღვევის შემთხვევაში გადის თამაშიდან. თუ დარაჯი დიდხანს ვერ ახერხებს, რომელიმეს დაჭერას, მისი შეცვლა შეიძლება რომელიმე მოთამაშის, სურვილის მიხედვით. ასევე მოთამაშე-მერცხალს ორი-სამი დარაჯის შეცვლის შემდეგ შუძლია თავისი ადგილი დაუთმოს სხვა მსურველს.

20. იყავი ყურადღებით

მიზნები: ამ თამაშით მონაწილეები ისწავლიან იყვნენ ყურადღებით და გახდნენ მოხერხებულები. ესაა მოძრავი თამაში, რომლითაც შეიძლება გამხიარულება.

აღწერილობა: წამყვანი უჩვენებს ერთ მოძრაობას თავისი სურვილისამებრ, რომელიც იქნება „აკრძალული“. შემდეგ ის უჩვენებს კიდევ სხვადასხვა მოძრაობას, გარდა „აკრძალულისა“. ის ვისაც შეეშლება, ხდება წამყვანი, განსაზღვრავს ახალ აკრძალულ მოძრაობას და თამაში გრძელდება.

21. დღე და ღამე

მიზანი: თამაში ავითარებს ყურადღებას

აღწერილობა: თამაშის ერთი მონაწილე არის – ბუ, დანარჩენები-თაგვები. წამყვანი ამბობს: „დღე“, დღისით თაგვები ფხიზლობენ, ბუს სძინავს. როდესაც თამაშის წამყვანი ამბობს „ღამე“, ყველა თაგვი აჩერებს მოძრაობას, რადგან ბუები ღამით ნადირობენ. თუ ბუ შეამჩნევს, რომ რომელიმე თაგვი გამოძრავდა, მუყავს ის თავისთან სახლში. თაგვები, რომლებიც გამოვიდნენ თამაშიდან, ეხმარებიან ბუს, რომ შეამჩნიოს ის თაგვები, რომლებსაც ღამე სძინავთ.

22. ბეღურები, ყვავები

მიზნები: თამაშს შეუძლია მოთამაშეს ასწავლოს ყურადღებით ყოფნა და სწრაფად რეაგირება.

აღწერილობა: შენობის ან მოედნის შუაგულში ისმევა ხაზი და ორივე მხარეს მოინიშნება საზღბრები. მონაწილეები იყოფიან 2 ჯგუფად, ერთია „ყვავები“ , მეორე „ბეღურები“. ყვავები და ბეღურები დგებიან ხაზის ორივე მხარეს.ერთმანეთისგან ზურგით. არჩეული წამყვანი, რომელიც დგას მოთამაშეების პირისპირ და იძლევა ერთ-ერთ ბრძანებას „ყვავებო“ ან „ბეღურებო“ . თუ ის ყვირის ყვავებს, ყვავების მოთამაშეები იჭერენ „ბეღურების“ მოთამაშეებს. ამასთან, მოთამაშეს უნდა დაეწიონ მანამ, ვიდრე მიაღწევს საზღვარს. არ შეიძლება იმათი ხელის ხლება, ვინც უკვე მიირბინა საზღვართან. დაჭერილი მოთამაშეები გადადიან მეორე გუნდში. თამაში მთავრდება მაშინ, როდესაც ერთ-ერთ გუნდში აღარ დარჩება მოთამაშე, ეს გუნდი გამოცხადდება დამარცხებულად.

23. იპოვნე საჭირო ფერი

მიზნები: თამაში მოსწავლეს ეხმარება განავითაროს აზროვნება და რეაქცია. ყურადღებიანობა, შეიძლება ფერის აღმნიშვნელი სიტყვის ათვისება და ა.შ

აღწერილობა: აირჩევა წამყვანი, დანარჩენები დგანან მის გარშემო. წამყვანი ასახელებს რომელიმე ფერს. მოთამაშეები უნდა გაიფანტონ, იპოვნონ ამ ფერის საგანი და შეეხონ მას ხელით. ამ დროს წამყვანი ცდილობს დაიჭიროს ვინმე იმათთაგანი, ვინც ჯერ არ შეხებია დასახელებულ ფერის საგანს. დაჭერილ მოთამაშე ხდება წამყვანი.

რეკომენდაცია: ამ თამაშის გამოყენება შეიძლება სხვა თემებზეც. მაგალითად „რისგანაა გაკეთებული საგნები?“ „ რა ფორმისაა საგანი?“ და ა.შ.

24. დაიკავე შენი ადგილი

მიზნები: თამაშით შეიძლება ყურადღებით მოსმენის, სწრაფად რეაგირების ჩვევების გამომუშავება.

მასალა: სკამები, სურათები.

აღწერილობა: ყველანი დგებიან კედელთან. წამყვანი ყველა მონაწილეს აძლებს თავის „სახელს“ , შემდეგ ყველა ჩასჭირდებს ერთმანეთს ხელს და იწყებენ სეირნობას, ამ დროს წამყვანი ადგილებს უცვლის სურათებს, რომელიც ეწყო სკამებზე.

ყველა მონაწილემ სწრაფად უნდა მიირბინოს იმ ადგილთან, სადაც დევს სახელის შესაბამისი სურათი. ვინც ამას ბოლოს გააკეთებს, წამყვანი ხდება ის.

25. დეპო

მიზნები: თამაშით შეიძლება ყურადღებიანობისა და სწრაფი მოქმედების, ასევე დათვლის სწავლა. თამაში სახალისოა.

აღწერილობა: მოთამაშეები არიან დამოუკიდებელი „ვაგონები“, რომლებიც მოძრაობენ სხვადასხვა მიმართულებით. წამყვანის შეძახილის შემდეგ „დეპო“! მოთამაშეები სწრაფად აკეთებენ მატარებელს გარკვეული რაოდენობის ვაგონების შეერთებით. მატარებელში ვაგონების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენჯერ დაუკრავს წამყვანი ტაშს. ის მოთამაშე, რომელიც ვერ მოასწრებს რომელიმე მატარებელთან მიერთებას, ხდება წამყვანი. თუ არის ზედმეტი „ვაგონი“, მაშინ თამაშს აგრძელებს პირველი წამყვანი.

რეკომენდაცია: იმისთვის, რომ ყველა მონაწილემ გაიგოს რაზეა საუბარი, რეკომენდირებულია თამაშის დასაწყისში აჩვენოთ სურათები, აუხსნათ, რომ დეპოში თბომავლები იბავენ ვაგონებს, რომ ასე კეთდება მატარებელი და  რომ ეს სარკინიგზ ტრანსპორტია.

26. ბოსტნეულის ბაზარი

მიზნები: ეს თამაში ეხმარება მოსწავლეებს გააფართოვონ სიტყვათა მარაგი, ისწავლონ სიტყვების მკაფიოდ გამოთქმა და სწრაფი რაგირება. ამ თამაშით შეიძლება გახალისება და გამხიარულება.

მასალა: სურათები თემატიკის მხიედვით.

აღწერილობა: ყველა მონაწილე თავისთვის ირჩევს ბოსტნეულის სახელს. თამაშის მიზანია-რაც შეიძლება სწრაფად გადაეცეს სხვას წამყვანის როლი. წამყვანი, მაგალითად „პომიდორი“ ასახელებს ნებისმიერი სხვა ბოსტნეულს. მან ის უნდა დაასახელოს ზედიზედ სამჯერ, მაგალითისთვის: სტაფილო, სტაფილო, სტაფილო. იმ მონაწილემ, რომელიც არის სტაფილო, უნდა მოასწროს ერთხელ მაინც დაიძახოს  თავის სახელი, ვიდრე წამყვანი ამას წარმოსთქვამს სამჯერ. ამით ის იცავს საკუთარ თავს. თუ მან მოასწრო ამის თქმა, მაშინ წამყვანი იწყებს სხვა მონაწილეების „დაჭერას“ ამავე საშუალებით. ის, ვინც ვერ მოასწრებს თავის დაცვას, ხდება წამყვანი და აგრძელებს თამაშს.

ვარიანტი: ამ თამაშის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა თემებზე, რომლებზეც პროგრამით მიდის საუბარი, მაგალითად: ხილი, შინაური ცხოველები, გარეული ცხოველები, ამინდი, ციფრები და ა.შ.

27. ხილის სალათი

მიზნები: თამაში ეხმარება ყურადღებიანობისა და სწრაფი რეაგირების განვითარებას. ამ თამაშით შეიძლება გამხიარულება.

მასალა: სკამები, ბალიშები ან სხვა საგნები ადგილის მონიშვნისთვის, შესაძლოა სურათებიც.

აღწერილობა:მოთამაშეეი სხდებიან წრეში, ირჩევენ სამი სახის ხილს, მაგალითად : ვაშლი, მსხალი, ალუბალი. შემდეგ „გაითვლიან: ამ ხილზე( ნაცვლად პირველი-მეორე-მესამე ასე – ვაშლი, მსხალი, ალუბალი) თითოეულმა უნდა დაიმახსოვროს, რომელი ხილი შეხვდა მას რიგით, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში იგი იქნება ეს ხილი.

ამის შემდეგ ერთი მოთამაშეთაგანი თავისი სურვილით იღებს თავის სკამს და ხდება „ზედმეტი“ , ის დგება ცენტრსი და ასახელებს ერთ-ერთს იმ სამი ხილიდან. ის მოთამაშეები, რომელთაც გათვლის შემდეგე შეხვდათ დასახელებული ხილი, სწრაფად დგებიან და ერთმანეთში ცვლიან ადგილებს. მაგალითად „ზედმეტი“ მოთამაშე იძახის „ ვაშლი“! და მოთამაშე-ვაშლები უცვლიან ადგილს ერთმანეთს. ამ დროს, „ზედმეტი“ უნდა შეეცადოს დაჯდეს ერთ-ერთი „ვაშლის „ ადგილზე. დანარჩენი მოთამაშეები რჩებიან ადგილზე.

ზედმეტ მოთამაშეს აქვს შანსი, რომ თქვას: „ხილის სალათი“ , აი , მაშინ , ყველა მოთამაშემ უნდა გაცვალოს ერთმანეთში ადგილი.

რეკომენდაცია: თამაშის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა თემებზე, რომელიც პროგრამის მიხედვით ტარდება, მაგალითად: „ბოსტნეული“, „გარეული ცხოველები“, „შინაური ცხოველები“, „ამინდი“, „ტანსაცმელი“  და  სხვ.

28. ინფორმაციის გადაცემა

მიზნები: თამაში ეხმარება საზრიანობის, რეაგირების სისწრაფის, ყურადღებიანობისა და თანამშრომლობის უნარის განვითარებას.

აღწერილობა: მოთამაშეები დგებიან წრეში. წამყვანს ხელები უჭირავს ისე, რომ ცერა თითები ჰქონდეს საფეთქელთან, ხოლო დანარჩენი თითებით აკეთებდეს მოძრაობას წინ და უკან. ამასთან ხმამაღლა გაწელვით წარმოთქვამს „ბრრრრრრრრრრრრრრრრრ…..“ – ესაა ინფორმაცია. ინფორმაცია, რომ სწორად იყოს გადაცემული, წამყვანს სჭირდება იმ ორი მოთამაშის დახმარება, რომლებიც მასთან ორივე მხარეს დგანან. მათ იმ ხელის საჩვენებელი თითით, რომელიც წამყვანის მხარესაა, უნდა აკაკუნონ საკუთარ საფეთქელზე და იძახონ: „პი-პი-პი-პი..“, ეს ყველაფერი გრძელდება მანამ, ვიდრე წამყვანი არ გადასცემს ინფორმაციას  რომელიმე სხვა მოთამაშეს. ამისთვის წამყვანი ორივე საჩვენებელი თითითი მიუთითებს არჩეულ მოთამაშეებზე და აცხადებს „ასე!“. ეს მონაწილე ხდება ახალი წამყვანი და გრძელდება თამაში. ის მოთამაშეები, რომლებსაც ავიწყდებათ საჭირო მოძრაობების გაკეთება და საჭირო ხმების გამოცემა, ან ეშლებათ, ისინი გამოდიან თამაშიდან. გამარჯვებულად ითვლება ის სამი მოთამაშე, რომლებიც თამაშის ბოლომდე დარჩებიან.

  • ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება

29. ბუშტები

მიზნები: ეს თამაში ხელს შეუწყობს ჯგუფში ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის განვითარებას, შებოჭილობისა და დაძაბულობის მოხსნას. ეს არის კომუნიკაბელური და მოძრავი თამაში.

აღწერილობა: მონაწილეები წყვილებად ისე არიან ხელჩაკიდებელები, რომ მივიღოთ ჩაკეტილი წრე. ისინი განასახიერებენ „ცაში  მოცურავე“ ბუშტებს. ხოლო სივრცე, რომელშიც იმყოფებიან მოთამაშეები, ეს არის „ცა“. წამყვანი ხელის კვრით აქეთ-იქით მიმოფანტავს „ბუშტებს“ და ისინი მოძრაობენ მხოლოდ იმ მიმართულებით სადაც წამყვანმა უბიძგა.

როდესაც ბუშტები ეჯახებიან რაიმეს და სხვა წყვილებს, მათ უნდა შეიცვალონ თავისი მიმართულება.

ვარიანტი: როდესაც „ბუშტები“ ეჯახებიან სხვა „ბუშტებს“, მაშინ ისინი ერთიანდებიან ახალ დიდ „ბუშტად“. თამაში გრძელდება მანამ, ვიდრე ყველა ერთად არ  შეკრავს ერთ დიდ „ბუშტს“.

30. საიდუმლო მეგობრები

მიზანი: თამაში ავითარებს თანამშრომლობას, განამტკიცებს და აფართოებს სიტყვათა მარაგს.

მასალა: ფერადი ქაღალდი პაკეტის გასაკეთებლად.

აღწერილობა:  თითოეული მოთამაშე ფერად ქაღალდისგან აკეთებს პაკეტს საჩუქრისთვის. ბავშვები ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს, მაგრამ ისე, რომ  ვინც ჩუქნის ის რჩება საიდუმლოდ – საჩუქარი უნდა ჩაიდოს პაკეტში ისე, რომ მფლობელმა ის ვერ დაინახოს. საჩუქარი შეიძლება იყოს ნებისმიერი წვრილმანი-აპლიკაცია, ბაფთა და ან რაიმე სხვა. საჩუქრებს ბავშვები ამზადებენ თავად.

ვარიანტი: ფურცელზე წერენ ყველა ბავშვის სახელს. თითო ბავშვი იღებს ერთ ფურცელს და იმახსოვრებს სახელს, რომელიც ფურცელზეა დაწერილი. მთელი კვირის განმავლობაში თითოეულს მონაწილეს ეყოლება საიდუმლო მეგობარი ვისი სახელიც ფურცელზე ეწერა. საიდუმლო მეგობრები გაუკეთებენ სხვადასხვა სიურპრიზებს, ჯიბეში ჩაუდებენ ლამაზ სურათს ან კანფეტს და ა.შ. კვირის ბოლოს ბავშვები დასხდებიან წრეში, რიგრიგობით მოყვებიან, ვინ რა სიურპრიზი მიიღო თავისი საიდუმლო მეგობრისგნა. ცდილობენ გამოიცნონ ვინ იყო მისი საიდუმლო მეგობარი.

31. დაიჭირე რგოლი!

მიზანი: თამაში ავითარებს ყურადღებას, რეაგირების სისწრაფეს გუნდში თანმშრომლობის შეგრძნებას.

მასალა: თოკი, რგოლი

აღწერილობა: გრძელი თოკი იკვანძება ორივე ბოთლით. მასზე ჩამოკიდებულია რგოლი. მოთამაშეები თოკს იჭერენ მუჭში, აკეთებენ წრეს. ერთ-ერთი მოთამაშე ზის წრის შუაგულში. ისმის მუსიკა, ერთ-ერთი მოთამაშე რგოლით ხელში მალავს, რგოლი წრეზე ისე უნდა გადაადგილდეს, რომ შუაში მდგომმა ვერ შენიშნოს. ამიტომ ყველა მოთამაშე თამაშის დროს აკეთებს რგოლის გადაცემის იმიტაციას. როდესაც მუსიკა ჩერდება, შუაში მდგომმა მოთამაშემ უნდა გამოიცნოს ვის უჭირავს რგოლი. თუ ვერ გამოიცნობს-რჩება წრეში, გამოცნობის შემთხვევაში შუაში ადგილს უცვლის მას ვისაც რგოლი აღმოუჩნდა.

ვარიანტი: თამაშის მონაწილეები სხდებიან წრეში. ხელები ზურგს უკან, ვიდრე ჟღერს მუსიკა, მეზობელ მოთამაშეს ისე უნდა გადასცეს მონეტა, რომ წრის შუაში მდგომმა ეს ვერ შენიშნოს.

32. მგელი ფარაში

მიზნები: თამაში ასწავლის გუნდს იყოს შეკრული, ასევე თანამშრომლობის, მოხერხებულობისა და სიმარდის უნარს.

აღწერილობა: სურვილით ან კენჭისყრით მეშვეობით არჩევა ერთი მოთამაშე, რომელიც იქნება მგელი. ყველა დანარჩენი თიკანი. ისინი დგანან ერთმანეთის უკან, უკავიათ ერთმანეთი ქამრებით და განასახიერებენ ჯაჭვს. მგელი ცდილობს დაიჭიროს ბოლო თიკანი, დანარჩენები ცდილობენ მგელს გადაუღობონ გზას, თუ მგელი დაიჭერს ბოლოში მდგომ თიკანს, მაშინ ის ხდება მგელი, ხოლო წინა მგელი ადგილს იკავებს ჯაჭვის პირველ რიგში.

33. გორდიასის კვანძი

მიზნები: ამ თამაშით შეიძლება თანამშრომლობის და ერთობლივი მოქმედებების სწავლა. ამ თამაშით შეიძლება გამხიარულება.

აღწერილობა: ყველა მონაწილე დგება წრეში და ჩაჭიდებული აქვს ხელები. არ დაიშვება ხელის ჩაჭიდება გვერდით მდგომთან ან ორივე ხელით ერთი და იგივე მოთამაშესთან. ასე წარმოიქმნება კვანძი. ამისთვის აუცილებელია შეთანმხებული მოქმედებები, ხელებზე გადაძრომა და ა.შ. თამაში დამთავრდება როდესაც ყველანი იქნებიან „გახსნილები“ და წარმოიქმნება ზუსტი წრე ან რამდენიმე წრე.

34. პინგვინი ბურთით

მიზნები: თამაში ეხმარება გუნდს შეკვრაში . ასწავლის მოსწავლეს იყოს ორგანიზებული, შეუპოვარი თავისი მიზნების მისაღწევად.

მასალა: ბურთები

აღწერილობა: მონაწილეების საერთო რაოდენობიდან ფორმირდება 3-4-5 გუნდი.  გუნდის მოთამაშეები დგებიან კოლონაში, გუნდის წევრები ერთმანეთთან. ყოველი გუნდის მოპირდაპირე მხარეს 4-5 მეტრის დაშორებით დგას ორიენტირში-დიდი კუბიკი, ჯოხი, ხე ან სხვა რაიმე. ყველა გუნდის პირველი მოთამაშე იღებს ბურთს და გარკვეული ბრძანების შემდეგ, ისე, რომ ბურთი მოიქციოს მუხლებს შორის, უნდა ხტუნვა-ხტუნვით მივიდეს ორიენტირამდე, ისე, რომ არ დაუვარდეს ბურთი, შმოუაროს ორიენტირს, დაბრუნდეს თავის გუნდთან სირბილით, შემდეგ ბურთი უნდა გადასცეს მომდევნო მოთამაშეს. მოგებულია ის გუნდი, რომლის წევრებიც უფრო სწრაფად გაივლიან დისტანციას.

35. ბურცობიდან ბურცობზე

მიზნები: თამაში ეხმარება გუნდში მოქმედების, თანამშრომლობისა და შეჯიბრებიანობის სწავლას.

მასალა: განლაგებული ბურცობები(20-30სმ დიამეტრის, ნებისმიერი ქაღალდით ან ბალიშით გაკეთებული) მათ  შორის დაშორება  10-50 სმ. თუ თამაში მიდის მაგარ ზედაპირზე. მაგალითად, ასფალტზე, მაშინ შეიძლება ბურცობების დახატვა ცარცით. აუცილებელია კენჭები, ან მის ნაცვლად შეიძლებაბურცობების დახატვა ცარცით. აუცილებელია კენჭები, ან მის ნაცვლად შეიძლება პატარა საგნების გამოყენება- ღილები, ფოთლები და ა.შ,

აღწერილობა: მოთამაშეები იყოფიან გუნდებად, თითუელში 6-10 მოთაშე, დგებიან შენობის ერთ მხარესმწკრივში. წარმოსახვით „ჭაობზე“ არის ბურცობები, ყველა გუნდისთვის თანაბარი რაოდენობით. ამისთვის, რომ არ გადმოვარდნენ ბურცობიდან, მოთამაშეებმა ფეხი უნდა დაადგან მხოლოდ ამ ბურცობებს.

მეორე მხარეს დევს კენჭები, რომლებიც უნდა მოაგროვოს მოთამაშემ. კენჭების რაოდენობაც ყველა გუნდისთვის უნდა იყოს თანაბარი.

წამყვანის ბრძანებაზე ყველა ჯგუფის პირველი მოთამაშეები გადარბიან ბორცვებზე „ჭაობის“ მეორე მხარეს, იღებენ ერთ კენჭს და ბრუნდებიან უკან. ხელზე დარტყმით პირველი მოთამაშე ანიშნებს გუნდის შემდეგ მოთამაშეს, რომ გაიქცეს. მოგებულია ის გუნდი, რომელიც პირველი დაასრლებს კენჭების მოგროვებას.

თუ გუნდებს ჰყავდათ მონაწილეთა არათანაბარი რაოდენობა, მაშინ რამდენიმე მოთამაშეს მოუწევს „ჭაობზე“ ორჯერ გადარბენა.

36. ნომერი და პასუხი

მიზანი: თამაში ავითარებს ყურადრების და ჯგუფთან მუშაობის უნარის გრძნობას, განამტკიცებს და აფართოებს სიტვათა მარაგს.

აღწერილობა: ყოველ მოთამაშეს თამაშის დასაწყისში მიენიჭება რომელიმე რიგითი-ნომერი. მასწავლებელი სვამს რაიმე კითხვას, რომელზეც შესაძლებელია ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა. მოსწავლეები მსჯელობენ კითხვაზე, შეთანხმდებიან რომელი პასუხი უნდა გასცენ. მნიშვნელოვანია, რომ განხილვაში მონაწილეობდეს ყველა მოთამაშე, შემდეგ მონაწილეები ასახელებენ რომელიმე ნომერს, მაგალითად-2 და კითხვაზე პასუხს სცემს მოსწავლე „2“ ნომრით.

  • აზროვნების განვითარება და ზოგადსაგანმანათლებლო უნარ-ჩვევების ფორმირება

37. რა სუნია?

მიზნები: თამაშით შესაძლებელია ყურადღებით მოსმენის, ცუდი ხილვადობის სიტუაციაში ორიენტაციის, ასევე წინაამღდეგობების გადალახვას და მოთმენიანობის სწავლა.

მასალა: ნებისმიერი საგნები, რაც შეიძლება ხელში მოგხვდეთ(ქაღალდი, პური, ვაშლი, ფოთოლი, ბალახი)

აღწერილობა: მოთამაშეებს შეუძლიათ წრეში დგომა ან ჯდომა. ხდება წამყვანის არჩევა. ის ერთ-ერთ მოთამაშეს უხვევს თვალებს. დანარჩენები სათითაოდ იღებენ წინასწარ მომზადებულ საგნებს(ქაღალდი, პური, ვაშლი, ფოთოლი,ბალახი) და რიგ-რიგობით მიაქვთ თვალებახვეულ მოთამაშესთან, რომლებმაც სუნის მიხედვით უნდა გამოიცნოს თუ რა საგანია ეს.

  1. 38. ნაირა

მიზნები: თამაში ეხმარება მეხსიერებისა და აღქმის განვითარებას.

მასალა: ნებისმიერი საგანი, რომლის დანახვა, მოსმენა, დაყნოსვა, ენით შეგრძნება ან ხელით შეხება შესაძლებელია. შეოძლება მოსმენა: ქაღალდის შრაშუნის, კოვზის, ჭიქის ან სათამაშოს ხმის, ასევე კარის გაღებისა და საგნების დავარდნის ხმის…

შეიძლება დაყნოსვა: ხილის, საპნის, ხასხასა ფოთლების, გამომშრალი ჩაის, შაქრის და სხვა პროდუქტების…

შეიძლება ენით შეგრძნება: პროდუქტების, ფოთლების, ხილის, მარილის, შქრის, პილპილის..

აღწერილობა: მასწავლებელი მოთამაშეებისთვის წინასწარ ამზადებს 3-დან 15-მდე საგანს(დამოკიდებულია ბავშვების ასაკზე). თუ თამაშში ჩართულია თვალები, მაშინ შეიძლება საგნების გადასაფარებლით დაფარვა, ისე რომ გამოჩნდეს მხოლოდ ამ საგნის ბოლო ნაწილი, ხოლო მოთამაშეებმა უნდა გამოიცნონ, თუ რა საგანია ეს. თუ თამაშში გამოსაცნობია საგანი სუნით ან გემოთი, მაშინ შეიძლება მოთამაშეებისთვის თვალის ახვევა ნაჭრის სახვევით. შემდეგ ისინი ერთმანეთის მიყოლებით სინჯავენ ამ საგნებს და ცდილობენ გამოიცნონ, თუ რა საგნებია ეს.

39ვინ წავიდა?

მიზნები: თამაში ეხმარება მოსწავლეს იყოს ყურადღებიანი, სწორად და მკაფიოდ გამოთქვას და კარგად დაიმახსოვროს სიტყვები.

მასალა: გარკვეულ თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა სათამაშოები და სურათები(ფერი, ცხოველი, ამინდი)

აღწერილობა: მაგიდაზე ან იატაკზე იდება გარკვეული თემატიკისის სხვადასხვა სათამაშოები ან სურათები. მოთამაშეები სხდებიან მათ გარშემო და 30 წამის განმავლობაში არჩევენ დას იმახსოვრებენ ამ სათამაშოებსა თუ სურათებს. შემდეგ ისინი ხუჭავენ თვალებს. ამ დროს წამყვანი იღებს ერთ-ერთ სათამაშოს ან სურათს და მალავს ზურგს უკან. გარკვეული ხმოვანი სიგნალის შემდეგ მოთამაშეები ახელენ თვალებს და ასახელებენ, თუ რომელი სათამაშოა გამქრალი. სათამაშოს მიიღებს ის, რომელიც პირველად დაასახელებს გამქრალ სათამაშოს, ასე გაგრძელდება თამაში ბოლო სათამაშომდე და სურათამდე.

40პლედი

მიზნები: თამაში ეხმარება მეხსიერების, ყურადღებიანობისა და დაკვირვების უნარის განვითარებას, ასევე მისი დახმარებით შესაძლებელია ერთობლივად მოქმედების სწავლა.

მასალა: პლედი

აღწერილობა: პლედი ორივე მხრიდან ორ გოგონას უკავია. ისე, რომ გამოვიდეს „კედელი“. დანარჩენი მონაწილეები იყოფიან 2 ჯგუფად. ერთი ჯგუფი ზის „კედლის“ ერთ მხარეს, მეორე მეორე მხარეს. წამყვანი რამდენიმე წამით დაუშვებს პლედს, ამ დროს მოთამაშეებმა უნდა დაიმახსოვრონ ის თანმიმდევრობა, რომლითაც მეორე ჯგუფის მოთამაშეები სხედან. შემდეგ წამყვანი ასწევს პლედს და ორივე ჯგუფი ირჩევს 2 მოთამაშეს, რომლებმაც უნდა გაცვალონ ადგილი. ეს მათ უნდა გააკეთონ სწრაფად და ჩუმად, ხოლო როცა ყველა დაჯდება, წამყვანი ჩამოუშვებს პლედს. მოიგებს ის გუნდი, რომელიც უფრო სწრაფად დაასახელებს მოწინააღმდეგე გუნდის იმ მოთამაშეებს, რომელთაც გაცვალეს ადგილები.

რა სარგებლობა მოაქვს თამაშს

“ეს რა მოიგონეს, ვის გაუგია თამაშით და სიცილ-ხარხარით ბავშვს ასწავლო“ – ხშირად გამიგონია  ეს ფრაზა.  მოგეხსენებათ, ბოლო დროს განათლების სისტემაში ნამდვილად დაინერგა თამაშები სწავლების პროცესში და ზოგადად არაფორმალური განათლება დიდი პოპულარობით სარგებლობს.  შესაბამისად  ყოველივე ახალს ტრადიციულად მომხრეებიც გამოუჩნდნენ და მოწინააღმდეგეებიც.

სანამ პროექტი  „ ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“   სტარტს აიღებდა,  განათლების სამინისტრომ  უზრუნველყო  და რამდენადაც მცირე დროის გამო მოხერხდებოდა  მონაწილეებს სრულფასოვანი ტრენინგები ჩაგვიტარდა , როგორც პოფესიულ უნარ-ჩვევებში აგრეთვე არაფორმალური განათლების ინსტრუმენტებზე და ბილინგვურ განათლებაზე. პირველად  ბევრი  ჩვენგანი  სწორედ ამ ტრენინგების დროს გაეცნო   საგანმანათლებლო ტიპის თამაშებს   და მახსოვს, თუ რამდენად დიდი იყო ჩვენი აღფრთოვანება და მოწონება.

სოციალურ ქსელის დახმარებით პროექტის მონაწილეები  ყოველდღიურად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და დაზუსტებით შემიძლია  ვთქვა, რომ ისევე როგორც ჩემთან, აბსოლიტურად ყველა  მათგანთან   სხვადასხვა ტიპის თამაშებმა სწავლების პროცესში ნამდვილად გაამართლა .

მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა,  რაც შეიძლება მარტივი გზა მომეძებნა, რათა გაადვილებოდათ ბავშვებს ქართული ენის შესწავლა, თამაშებში შემოპარული სიტყვები უფრო დაიმახსოვრეს, ვიდრე გაკვეთილზე ვინ იცის მერამდენედ დაღეჭილი მასალა.  ხოდა, მეც ამ თამაშ-თამაშით ისე შემოვასწავლე ფერები, შინაური და გარეული ცხოველები, ამინდი, წელიწადის დროები და ა.შ. ჩემს ბავშვებს, რომ თვითონაც ვერ გაიგეს.

რა თქმა უნდა ამ ყველაფერში, ძალიან გვეხმარება ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც   განათლების სამინსიტრომ სპეციალურად არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის შექმნა.  წინა სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით ახალი წიგნი სავსეა ფერად-ფერადი ილუსტრაციებით, თამაშებით, სიმღერებით და ლექსებით.

მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცდა რამხელა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს არაფორმალური განათლების ინსტრუმენტების სასწავლო პროცესში დანერგვამ, მასწავლებლების ერთი ტიპი მაინც ამტკიცებს, რომ ეს დროის ფუჭად კარგვაა . თავს იმით იმართლებენ, რომ დრო  ცოტა აქვთ და პროგრამები კი ბევრი.  –  „ ვერ მოვასწრებ ეროვნულ სასწავლო გეგმას, ვერ მოვასწრებ“, გაიძახიან ისინი და ჩემი მოწიწებული აზრით მათთვის უცნობია თამაშის პედაგოგიური ღირებულება და ვფიქრობ გაუგებარია, როგორ შეიძლება გამოიყენოს თამაშები ,  რომ ისინი ინტეგრაციულად ჩართოს სასწავლო პროცესში.

რა თქმა უნდა მე არ ვიძახი, რომ მთელი საგაკვეთილო პროცესი თამაშებით უნდა გადაიტვირთოს და მოდით მხოლოდ ვითამაშოდ და რად გვინდა წიგნი. არა, უბრალოდ საჭიროა ოქროს შუალედის მოძებნა. ეს ჯერ კიდევ ჩემმა ტრენერმა ამიხსნა, როცა მითხრა არ გამომეყენებინა ერთბაშად ყველა თამაში რომელიც ვიცოდი და ნელ-ნელა შემეპარებინა ბავშვებისთვის. მერე სულ თამაშს მოგთხოვენ და გაკვეთილს შეიძლება ასცდეო დამარიგა ბატონმა პავლემ. მართალიც იყო, რადგან სულ თავიდან ნამდვილად შემექმნა  ეს დაბრკოლება. იმდენად მოეწონათ ბავშვებს როლური თამაშები, რომ შემდეგი გაკვეთილებიც თამაში, თამაში გაიძახოდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა ნელ-ნელა ეს ყველაფერი დარეგულირდა.

მგონი ძალიან გამიგრძელდა და არ მახსოვს სადმე მაქვს ამოკითხული თუ მოსმენილი, გამიგია ტექსტი იმხელა უნდა იყოს ადამიანს კითხვა არ დაეზაროს და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოსო. მეც, არ მინდა ტექსტის სიდიდის გამო ჩემი ბლოგი წითელი ღილაკით გამორთოთ და აღარ მიუბრუნდეთ. ამიტომ მალე დავასრულებ.

არვიცი რამდენ ადამიანს მიუწვდება ხელი სახელმძღვანელოებზე, სადაც მსგავსი ტიპის თამაშებს შეგიძლიათ გაეცნოთ. გუშინ, შემთხევით ხელში ჩამივარდა წიგნი „ ვსწავლობთ თამაშით- 111 თამაში მრავალენოვანი განათლებისთვის“ , რომელიც სულ ერთი დღით მათხოვეს. ვინაიდან სოფელში ქსეროქსის საშუალება არ მაქვს მთელი ღამე მოვუნდი ამ წიგნის კომპიუტერში აკრეფვას.   ხოდა გადავწყვიტე ნელ-ნელა ბლოგზე დავდო.  იმედს ვიტოვებ, რომ ზოგს გამოადგება, ზოგს აზრი შეეცვლება და თვითონაც დაიწყებს გამოყენებას, ზოგი კიდევ გაიფიქრებს რამდენი უწვალია ამ გოგოსო. დამერწმუნეთ არ იყო პატარა წიგნი და მართლა ბევრი ვიწვალე, მაგრამ  გარდა იმისა, რომ ეს თამაშები უკვე მეც მაქვს და თქვენც გიზიარებთ, აგრეთვე კიდევ ერთი დადებითი ფაქტი მოხდა.  აქამდეც კი სწრაფად ვბეჭდავდი კომპიუტერზე, მაგრამ ისე, რომ კლავიატურისთვის არ მეყურებინა, სამწუხაროდ არც ისე  კარგად გამომდიოდა. ვინაიდან მთელი წიგნი ერთი ღამის განმავლობაში ავკრიფე და სინათლე კი  ოჯახი რომ  არ შეწუხებულიყო გამოვრთე, ახლა უკვე კლავიატურაზე ყურების გარეშეც შემიძლია კომპიუტერში სწრაფად ტექსტი ავკრიფო და თუ არ გჯერათ, ვისაც გინდათ შეგეჯიბრებით :)

გარეთ თოვდა, თოვდა…

ისე მოთოვა წამით დამავიწყა ყველაფერი…კიბეზე ჩავირბინე და ეზოში გავვარდი. პატარა ბავშვივით მომგვარა სახეზე ღიმილი ფაფუკმა ფიფქებმა, ხელის გულებზე რომ დახტიან ცანცარით და უგზო-უკვლოდ იკარგებიან.
სულ გადამავიწყა სევდანარევი განწყობა და ღიმილიანი სახით შევძახე ჩემს მასპინძელს. გულნარას სიცილი აუტყდა ჩემს დანახვაზე, რა პატარა ბავშვივით დახტიხარ, შემოდი არ გაცივდეო. რა გამაცივებს მეთქი ვუთხარი მე და სამას და ასლანს შევავლე თვალები კარების ჭუჭრუტანიდან , რომ მობუზულები მიმზერდნენ. გინდათ ვიგუნდავოთ? გავძახე ბავშვებს ქართულად და ჩემდა გასაკვირად ორივემ თავი დამიქნია. ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ესმით ჩემი…გამიხარდა!
გავცვივიდით მე, სამა და ასლანი გარეთ. თოვლის კორიანტელი დავაყენეთ ირგვლივ. მერე ციგაზე ვისრიალეთ..მხიარულად ვჭყიპინებდით და დავხტოდით აქეთ-იქით. თოვლი სახეში გვეყრებოდა, თმები სულ უფრო და უფრო გვითეთრდებოდა, ჩვენ კი მაინც ორღობედან -ორღობეში დავხტოდით და მხიარული ყიჟინით ვიკლებდით არე-მარეს.
გულნარამ თავი ვერ შეიკავა და მალე შემოგვიერთდა. ჩვეთან ერთად დაიწყო თოვლის პაპის გაკეთება და სტაფილოს მოსატანადაც უკანმოუხედავად გაიქცა სახლისკენ.
ნელ-ნელა გავბევრდით…გავბევრდით ოჯახის უფროსით, მერე მეზობლები შემოგვემატნენ..ისეთი მხიარული დღე იყო მზემაც კი გამოიჭყიტა ღრუბლებიდან.
ავიკელით ეზო სიცილით, კისკისით, სრიალით, გრიალით, ჰაერში ტრიალით…და მაინც გადაუღებლად თოვდა…
ნელ-ნელა ბინდი შემოგვეპარა და მაშინღა ვიგრძენით , რომ ძალიან გვშიოდა..გვციოდა და მხიარული „მატარებელით“ შევაღეთ სახლის ჭიშკარი.
ხელად ცეცხლი აგიზგიზდა, კარტოფილი აშიშინდა, სამოვარმა ორთქლი გამოუშვა და ჩვენც მხიარულად შევესიეთ ვახშამს.

იმ ღამეს, ღიმილიანი სახით მშვიდად ეძინათ სამას და ასლანს, მშვიდად მეძინა მეც..მხოლოდ სიცივისგან აბუზულ ბეღურებს არ განელებოდათ დარდი – როდის მოვა ნამდვილი გაზაფხული ნეტავ…

სადიგა

   სადიგა მეთორმეტე კლასშია. პირველი, რამაც გამაოცა მისი ქართული ენის ცოდნის დონე იყო. თითქმის სრულყოფილი. სად ისწავლე ასე კარგად ქართული მეთქი და სერიალებს ვუყურებ ქართულადო – მიპასუხა. იმ დღიდან მე და სადიგა დავმეგობრდით. სადიგა ისეთი ლამაზია, მიხარია როცა ვუყურებ. დიდრონი, ოდნავ სევდიანი თვალებით შემომცქერის ხოლმე. იმდენ რამეს ვხედავ მის თვალებში. ისეთი ღრმაა, რომ გულიც ასეთი ღრმა აქვს ვიცი. იცით რამხელა გზას გადის ყოველ დღე სკოლაში რომ მოვიდეს?! მეზობელ სოფელში ცხოვრობს და ერთი ვეებერთელა მინდორი აქვს გადმოსალახი. გგონიათ ეზარება? არა, მოდის მუხლებამდე თოვლში, მოდის აწითლებული ლოყებით და მოაქვს სითბო და სინათლე.

ერთხელ  ვთხოვე თავისი ოცნებების შესახებ დაეწერა.  მინდა კარგად ვისწავლო, რომ მერე კარგი სამსახური მქონდეს, ჩემს ოჯახს დავეხმარო, რომ მამას ამდენი მუშაობა აღარ სჭირდებოდესო- დამიწერა. იმ საღამოს ათასჯერ გადავიკითხე მისი ნაწერი. რამხელა გული ჰქონიათქო ვიძახდი. სადიგა, მართლა ასეთია. დიდგულიანი და თბილი.

როდესაც კლასს რაღაცაზე ვუბრაზდები, სადიგას ყველას მაგივრად სცხვენია. – “მთელი კლასის სახელით გვაპატიეთ მასწავლებელო! “- მეუბნება ჩურჩულით და სახეში ვერ მიყურებს. თავი , რომ ავაწევინო ვიცი გაწითლებული აქვს ლოყები. ერთხელ მთელ კლასს ძალიან ვუსაყვედურე. სადიგამ  ბევრი იტირა. მერე, დიდხანს ვისხედით ჩუმად  ხელი-ხელ ჩაკიდებულები. სადიგა დარდობდა, მეც ვდარდობდი მის გამო.

-“იცოდე, ჯერ არ გათხოვდე, შენ აუცილებლად უნდა ისწავლო”- ვარიგებ ჭკუას მე.

-” არა, მასწავლებელო, უნივერსტეტი ჩემი ოცნებაა,გპირდებით ჯერ არ გავთხოვდები”-  მპასუხობს სადიგა.

ორივე ვიცინით :)

ალბათ არ გაგიკვირდებათ და  პედაგოგიურზე აბარებს, ქართულის მასწავლებელი უნდა გამოვიდე და აქ ყველას ვასწავლო ქართულიო იქადნება.  მერე გახარებულები ერთად ვაწყობთ გეგმებს, როგორ გავატარებთ დროს ერთად თბილისში. კაფეში დაგპატიჟებ-მეთქი და კვდება სიცილით, მადლობა თინათინ მასწავლებელოო. ვიცი, ამ დროს მის თავში რამდენი ფიქრი ტრიალებს. მეც და მასაც ერთი სული გვაქვს გამოცდები როდის მოვა, მერე სექტემბერი, მერე ჩვენი თბილისი. მიხარია,იმიტომ რომ სადიგა არაჩვეულებრივი მასწავლებელი იქნება, იმდენად თბილგულიანია, არ შეიძლება კარგი მასწავლებელი არ იყოს.

“მასწავლებელო მოწყენილი ვარ”- მომწერს საღამოს მესიჯს. მე ვცდილობ გავამხიარულო.  “მასწავლებელო, თქვენი იმედი მაქვს, გევედრებით რეგისტრაცია არ დამაგვიანდეს”- არ დაგაგვიანდება ვამშვიდებ მე. “გილოცავთ ჩემო ძვირფასო მასწავლებელო რვა მარტს”- მადლობა სადიგა, ვეუბნები მე. ყველა მისი მესიჯი შენახული მაქვს, იცით რატომ? მესიჯიდანაც კი სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ და მეც, ისე ძალიან მიყვარს სადიგა, გულში ვინ იცის მერამდენედ ვიმეორებ: მალე მოვიდეს სექტემბერი, მალე!

პ.ს. თბილისო, მოემზადე დასახვედრად…ჩემი სადიგა მოდის!

Follow

Get every new post delivered to your Inbox.